"არტ-გენი" გრძელდება

  08:07:08     19-07-2012

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს  შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი   თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

არტ–გენი წელს მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ: ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.), აფრიკასა და მადაგასკარიდან.

ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი ”არტ-გენი 2012” –ის წლევანდელი დევიზია "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

 

შეგახსენებთ რომ ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში  აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს  რამდენიმე ქალაქში ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

ფესტივალის მხარდამჭერები:  კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია.

ფესტივალის გენერალური სპონსორი:  ”ბანკი კონსტანტა”

ფესტივალის სპონსორი: აფთიაქების ქსელი „ფარმადეპო“

ფესტივალის პარტნიორები:  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და გ. ჩიატაიას სახელობის  ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი”კავკასია”

 

ფესტივალის პროგრამა:

 

21 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 გურია, კახეთი, ფოთი
20:00 ჯგუფი "ხიდი"
22:30 Abou Diarra - მალი (აფრიკა)

22 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 სამეგრელო, შიდა ქართლი, რაჭა
20:00 ჯგუფი "სნო", ლეჟავები
22:30 Aisva (ლიტვა)

23 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
15:00 ეროვნული უმცირესობები საქართველოს ყველა კუთხიდან (მცირე სცენა)
19:00 სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი
22:30 Rene Lacaille (საფრანგეთი), Outsider

24 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ცხინვალის რეგიონი
20:00 Volosi (პოლონეთი)
22:30 33ა

25 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 პანკისი, თუშეთი, ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი
20:00 "რეგიონი"
22:30 Kilema (მადაგასკარი)

26 ივლისი:
12:00 -19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00  ბასიანი, ელესა (ქედა)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია), Tekla Klebetnica (პოლონეთი)
22:30 ჯგუფი "ზუმბალენდი"

27 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 შავნაბადა, შვიდკაცა (გურია)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია)
22:30 ნინო ქათამაძე

28 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 ჩვენებურები, მიჟე-ნარი (ლენტეხი)
22:30 სუხიშვილები

29 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები". გაიმართება ქალაქური კრივის შეხვედრები  და ქართული რაგბი "ლელობურთი""შავფაროსნების" ორგანიზებით და მონაწილეობით
19:00 ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე"
22:30 Speed Caravan (ინგლისი)