ფორთოხლის და თაფლის ორცხობილა

  08:03:44     19-07-2012

მასალა:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

ფორთოხალი 1ც.

ზეთი 1 ს/კ.

თაფლი (თხელი) 50გრ.

სოდა 1/2 ჩ/კ.

გამაფხვიერებელი 1/2 ჩ/კ.

ცოტა მარილი

ვანილი გემოვნებით.

მომზადება:

ფორთოხალი კარგად გავრეცხოთ და ვხარშოთ 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავჭრათ და დავაბლენდეროთ კანიანად, დავამატოთ თაფლი, მარილი, ზეთი, ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი, რბილი მასა). მომზადებული ცომი მოვათავსოთ ტორტის მოსართავში და პატარა ფორმებად დავსვათ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.