
რუსული ციხე - საკონცენტრაციო ბანაკი (ვიდეო)
20:34:13     18-07-2012
ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა აქვს მინაწერი, რომ მისი ყურება ბავშვებისა და სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის არარეკომენდირებულია, რადგან ის, რაც რუსეთის ციხეებისა და კოლონიების უმრავლესობაში ხდება, მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებების ანალოგი შეიძლება იყოს.
ეს ვიდეო თავად პატიმრებმა გადაიღეს, რომლებიც ცდილობენ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ციხის კედლებს გასცდეს. სწორედ ასეთი ყოფა განაპირობებს რუსეთის ციხეებში თვითმკვლელობიბების კატატსროფულ სტატისტიკას.
მართალია, ინფორმაციის გახმაურება პატიმრებისთვის, ზოგადად საფრთხეს წარმოქმნის, მაგრამ ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მეტ-ნაკლებად ადამიანური გარემო მაინც იქმნება ხოლმე. რუსეთის კოლონიებში ხშირია, როცა სადამსჯელო რაზმებად ჯარები შეჰყავთ. რა ხდება მაშინ, როცა პატიმრებს ნიღბიანი ესტუმრებიან-ხოლმე, ეს კარგადაა ასახული ეკატერინბურგის ერთ-ერთ კოლონიაში გადაღებულ ვიდეოში.