ჯგუფი „ადილა“ ქვეყნის მასშტაბით კონცერტების გამართვას გეგმავს

  14:50:25     17-07-2012

„ადილა“ თიანეთელი მსმენელის წინაშე პირველად, ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა. ჯგუფი ერთი თვეა რაც შეიქმნა და მათი რეპერტუარი მთის სიმღერებისგან შედგება.  „ადილა“ რვა მუსიკოსისგან შედგება. ნოდარ მურცხვალაძე  - ბას ფანდური; 

ზეზვა ნათიბაიძე -გარმონი; ვასილ თვაური - ფანდური; შოთა ჯოხაძე -  დასარტყამი ინსტრუმენტი; გიორგი ცხადაძე - ვოკალი; გიორგი გოგოლაური - ვოკალი; ლადო დონღვანი - ვოკალი; გიორგი ჩიტაური - ვოკალი.

თიანეთის შემდეგ კი, ჯგუფის წევრები თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ჯგუფის ერთ-ერთმა წევმა, გიორგი ცხადაძემ განუცხადა, „ადილა“ გეგმავს თავიანთი შემოქმედება მთელ საქართველოს გააცნოს, რის გამოც ისინი კონცერტებს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში გამართავენ.  

„ადილას“ წევრი ლადო დონღვანი ამბობს, რომ „ადილას“ სურს მთის სიმღერების პოპულარიცაზია ქვეყნის მასშტაბით და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ „ადილას“ შექმნამდე არსებობდა „მეგობრების ტრიო“. ლადო დონღვანი, გიორგი გოგოლაური და გიორგი ცხადაძე პროექტ „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტები არიან.

ლადო დონღვანის თქმით „მეგობრების ტრიო“ არ არსებობს და ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

„ეს იყო ხუმრობა, რომ ვიყვიათ „მეგობრების ტრიო. ჩვენ ახლა ვეკიდებით საქმეს სერიოზულად და ვაპირებთ ჯგუფი „ადილა“ მთელ საქართველოს გავაცნოთ.

ვგეგმავთ ასევე ალბომის ჩაწერას. ჯერ ალმობზე მუშაობა არ დაგვიწყია, თუმცა გეგმაში გვაქვს და აუცილებლად ჩავწერთ“-ამბობს დონღვანი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი „ადილა“ პირველად მსმენელის წინაშე თბილისში წარსდგა, სადაც „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა. ჯგუფის ნამღერმა მოწონება დაიმსახურა. რვა კაცისგან შემდგარი ჯგუფის სიმღერები, ვიდეორგოლების სახით სოციალურ ქსელებში პოპულარულია.

ჯგუფის ვოკალი, გიორგი ჩიტაური ამბობს, რომ ამ დროისთვის მათი მთავარი პრობლემა სპონსორის არ არსებობაა, ვინაიდან კონცერტის გამართვა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ მთის სიმღერები და საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ“-ამბობს ჩიტაური.

ჯგუფი უახლოეს მომავალში კონცერტის გამართვას თბილისშიც გეგმავს.