გორში "ქართული ოცნების" აქციაზე 2300-მდე ადამიანი იმყოფებოდა

  20:13:57     15-07-2012

გორში ‘’ქართული ოცნების"  აქცია ბიძინა ივანიშვილის მიერ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით დასრულდა. 

აქციაზე კოალიციის სხვა ლიდერები არ გამოსულან, შესრულდა ბერა ივანიშვილის ერთი სიმღერა.

აქციას 2000-დან 2300 ადამიანამდე ესწრებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა რაიონიდან მოახდინა. 

ინტერნეტ ტელევიზია „iTV.ge“ ავრცელებს კადრებს, როგორ მიემართებოდნენ გორში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ‘’ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=7216