ექსპერტი: „ატომური ომის საშიშროება რუსეთის მონაწილეობით მეტად გაიზარდა“

  14:43:01     13-07-2012

„რუსეთის სამხედრო ძალების გადაჯგუფებისა და ოპტიმიზაციის საფუძველზე, საკმაოდ გაიზარდა ამ ქვეყნის მონაწილეობით ატომური ომის წამოწყების საქმე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ რუსეთს ატომური იარაღის გარდა სხვა ალტერნატიული ვარიანტი აღარ გააჩნია.“ 

ეს შეხედულება გუშინ, სევასტოპოლში ერთ-ერთ კონფერენციაზე პირველი რანგის კაპიტანმა და ექსპერტმა, ანდრეი სემინმა დააფიქსირა. 

„ადრე რუსეთს შესწევდა ძალა საკუთარი სამხედრო ძალებით მოწინააღმდეგის მოგერიებისა. დღეისათვის კი სრულებით უსაფუძვლოა ისეთ მოწინააღდმეგეებთან ბრძოლა, როგორებიცაა ნატო და ჩინეთი ატომური იარაღის გარეშე. თუ ამ ნაბიჯზე არ წავალთ, ნატო ჩვენს განადგურებას ძალიან მარტივად მოახერხებს“, - აღნიშნავს კაპიტანი. 

„ყველაფერთან ერთად აუცილებელია აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში იარაღისა და ტექნოლოგიის წარმოება არ განვითარდა, უახლოეს 15-20 წელიწადში არც არსენალი და არც არტილერია არ გვეყოლება. თუნდაც სამხედრო გემი, ეს არ არის არც ჯავშანტრანსპორტიორი და არც ტანკი, მისი შექმნა ერთ წელიწადში შეუძლებელია და ეს ყოველივე დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ამ სამუშაოებს კი განვითარება ესაჭიროება“, - დასძინა ექსპერტმა. 

ამ ყოველივეზე კაპიტანმა ისიც აღნიშნა, რომ მას დასავლეთისგან შეძენილი სამხედრო გემები ძალიან მოსწონს და ისინი სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. „ეს გემები რუსეთის ფედერაციას ნატოსთან წარმოქმნილ შესაძლო კონფლიქტში ძალიან დაეხმარება“, - ამბობს ექსპერტი.