"ჩვენს კადრებში ჩანს, როგორ სცემენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქალბატონებს"
16:22:22     12-07-2012
რამდენიმე წუთის წინ „პრესა.ჯი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ კარალეთში მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. „პრესა.ჯი“ ტელეკომპანია „დეა“-ს ჟურნალისტს თათია გოგოლაძეს დაუკავშირდა, რომელიც კარალეთის ინცინდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
„პრესა.ჯი“: რა მოხდა დღეს სოფელ კარალეთში?
თათია გოგოლაძე: „ქართული ოცნების“ აქტივისტები დადიან სოფელ-სოფელ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ 15 ივლისს, გორში დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
ერთ-ერთი ასეთი შემოვლა იყო დღესაც დევნილთა დასახლებებში. „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოუწოდებდნენ მათ, რომ მისულიყვნენ აქციაზე 15 ივლისს.
ადგილზე მისულებს იქ განსხვავებული აზრი დახვდათ, რაზეც დაიწყო კამათი.
- რა გახდა კონკრეტულად ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი?
- ის, რომ მოქალაქეები არ უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“ და მათ განსხვავებული აზრი აქვთ. „ქართული ოცნების“ აქტივისტთა მიერ ნაცემი არიან დევნილი ქალბატონები და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჩვენ გვაქვს.
მოგვიანებით დევნილებმა აიძულეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომ დაეტოვებინათ ადგილი. კადრებში, რომელიც ჩვენ გვაქვს გადაღებული, კარგად ჩანს, თუ რა ხდებოდა და როგორ სცემდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები დევნილ ქალბატონებს.
- ამ დროისთვის რა ვითარებაა სოფელ კარალეთში?
- ამ დროისთვის ინცინდენტი უკვე ამოწურულია, დეტალურ ინფორმაციას ვერც მე გეტყვით, რადგან „ქართული ოცნების“ იფისში ბრიფინგია დანიშნული.