ვინ ოცნებობს ივანიშვილის სახელით რაიონებში...
14:15:39     12-07-2012
ბიძინა ივანიშვილმა, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნების“ სახელით სიღნაღში კენჭს იყრის გელა ნიკოლაშვილი, რომელიც პროფესიით ფინანსისტია.
დედოფლისწყაროში მეოცნებეების კანდიდატი ალექსანდრე თამაზაშვილი იქნება, პროფესიით იურისტი. ლაგოდეხის რაიონში ლუკა კურტანიძე, ხოლო ყვარელში – დავით ქევხიშვილი.
დავით ქევხიშვილი მოჭიდავეა. კიდევ ერთი მოჭიდავე ზურაბ ზვიადაური იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში.
ბორჯომში გედევან ფოფხაძე (თავისუფალი დემოკრატები), ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე (ეროვნული ფორუმი), ონში – თამაზ (გია) ჯაფარიძე და მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს კანდიდატები თავისი პროფესიებით, შეფასებებით და ხასიათის დადებითი და უარყოფითი შტრიხების გაცნობით წარუდგინა.
ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ ვანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ტყეშელაშვილი მისი კურსელია და ერთად სწავლობდნენ მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატების უმრავლესობა სწორედ მისი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეარჩია.
რესპუბლიკელების პარტიიდან ამ დროისთვის მხოლოდ პაატარა ზაქარეიშვილი იბრძოლებს წყალტუბოში.
რაც შეეხება ალასანიას გუნდს, მისი პარტიელი მხოლოდ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი - გედევან ფოფხაძეა.
თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძე შეეცდება ოცნენების ასრულებას, საჩხერეში მანანა კობახიძე, ხობში - გიგა ბუკია და ჩხოროწყუში – ლევან იზორია.
მას შემდეგ, რაც მეოცნებეთა ლიდერმა კანდიდატები დაასახელა, მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
„პრესა.ჯი“-ს შეკითხვაზე, რატომ შეარჩია მან ისეთი კანდიდატები, რომელთაც პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება თითქმის არ აქვთ, ოლიგარქმა აღიარა, რომ ეს მისი ნაკლია, თუმცა სხვა საკითხია მნიშვნელოვანი.
„გეთანხმებით, რომ ეს არის ნაკლი, რადგან ამ ადამიანებს აქვთ პროფესიები, თუმცა არ აქვთ პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება. გეთანხმებით, რომ ეს ამ გუნდის ნაკლია“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ივანიშვილმა.