ზუგდიდელი გლეხის წერილი ივანიშვილისა და ალასანიას შესახებ
11:58:16     12-07-2012
გავიგე, რომ შემიძლია წერილი გამოგიგზავნოთ და თუ მოგეწონებათ, შეიძლება გამოქვეყნდეს კიდეც. უბრალო ხალხის აზრი აინტერესებთ და სატკივარიო, ასე მითხრეს და გადავწყვიტე, მომეწერა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ვცხოვრობ მე, ჩემი სოფლის მერე ანაკლია იწყება. ოჯახში 5 სული ვართ: მე, ჩემი ქალი და ორი ვაჟი, ერთი კიდევ, უფროსი, დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. 68 წლის მე ვარ, ჩემი ქალი 62 წლისაა.
შვილებო, ამ წერილს ის გულისტკივილი მაწერინებს, რაც სამეგრელოში ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის გამოჩენამ მომგვარა. არ გეგონოთ, რომ წერილში ვწერ და ხმამაღლა ვერ ვამბობ, კომბინატის კლუბშიც ვიყავი ზუგდიდში ჩასული, როცა დიდი შეხვედრა და ამბავი ჰქონდა ალასანიას, იქ მინდოდა სიტყვით გამოსვლა, მაგრამ არ ჩამწერეს, აქ მარტო „ოცნების“ წევრები გამოდიანო.
მე რა, ოცნება რომ არ მიყვარს, კაცი არ ვარ-მეთქი?-ვკითხე, მაგრამ გაიცინეს და მაინც არ მომცეს სიტყვა.
იქ ვაპირებდი ალასანიასთვის მეკითხა, მანამდე როდის იყო ნამყოფი ზუგდიდში და მეგრული იცის თუ არა. ახლა იქნებ ვინმემ თქვას, რომ არაა აუცილებელი, მეგრული იცოდესო, მაგრამ ქართულთან ერთად მეგრულის ცოდნა მაშინ, როცა სამეგრელოში არ გაზრდილხარ, მართლა ამ კუთხის პატივისცემა იქნებოდა.
შეხვედრა რომ დამთავრდა, მერეც ვეძებდი ირაკლის, პირისპირ დაველაპარაკებოდი მეგრულად და ხომ გავიგებდი, იცოდა თუ არა, მაგრამ უცებ წასულა.
მარტო ის კი არ მაინტერესებდა, მეგრული იცოდა თუ არა, კიდევ მინდოდა რაღაცები მეკითხა. წერილი იმით დავიწყე, რომ დარჩელში ვცხოვრობ და ჩემი სახლი ზუსტად იმ 28 სახლის მერეა, ერთმანეთის მიყოლებით რომ გადაწვა 90-იან წლებში დოდო გუგეშაშვილმა და მისმა ხალხმა.
მაშინ ერთი მოხუცი, მწოლიარე ქალი ძლივს გადავარჩინეთ, მხედრიონელებმა სახლს მოუკიდეს ცეცხლი და ის დაავიწყდათ, რომ ოთახში მოხუცი ქალი იწვა. თვითონ იქ იდგნენ იარაღმომარჯვებულები და უყურებდნენ, როგორ იწვოდა სახლები, ახლოს ვინც მივა, ვესვრითო, გაგვაფრთხილეს.
იმ ქალთან მე და ორი კაცი მივედით და ვთხოვეთ, ავადმყოფი ქალია იმ სახლში და გამოყვანის ნება მოგვეცითო. ჯერ უარი გვითხრა, მერე მაინც მოგვცა უფლება და გადავარჩინეთ ის ქალი, მაგრამ სახლებში ცეცხლი ვერ ჩავაქრეთ...
ამას რატომ გიყვებით, შვილებო: მე კითხვა მიყვარს და წაკითხული მქონდა, ალასანიამ რომ განაცხადა, სააკაშვილი სამოქალაქო ომს ამზდებს და ბანდიტური ფორმირებები არის შექმნილი სამეგრელოშიო. რანაირი პოლიტიკური განცხადებები არ მომისმენია და წამიკითხავს ახალგაზრდობის მერე, მაგრამ ამნაირი არ მსმენია არაფერი: შვილო, ჩემს უფროს ვაჟიშვილს მანქანა ჰყავს და ოთხი წელია, ზუგდიდში ცხოვრობს.
ქალაქის ცენტრში აქვს ბინა, მაგრამ გარაჟი არა აქვს იმ ბინას და ქუჩაში ტოვებს მანქანას. ვიყავი რამდენჯერმე სტუმრად და მანქანა რომ დატოვა პირველად ღამე, არ დამეძინა წესიერად, სულ ფანჯრიდან ვიყურებოდი. დღესავით განათებული იყო ქუჩა და არც მანქანას მოსვლია არაფერი, ჩემი შვილი დამცინოდა მეორე დილით, შენ ისევ ძველი დრო გგონიაო.
ძველი დროიდან იმდენი რამე მახსოვს, არც ვიცი, რომელი გავიხსენო. მეზობელი წამომყვა ერთხელ თავისი მანქანით ჩემი ნათესავის სამძიმარზე ზუგდიდში. აქაურობას ჯვარი სწერია და გავაჩერეთ მანქანა ქუჩაში, შევედით სამძიმარზე, ჩამოვართვით ხელი ჭირისუფალს და რამდენი დრო დასჭირდებოდა ამას? 8 წუთი, ალბათ. გამოვედით და სადაა მანქანა? რამდენი იყო ეგეთი.
რომ მოეცათ საშუალება, ალასანიასთვის ზუსტად ეს უნდა მეკითხა: შვილო, შეიარაღებული ბანდფორმირებებიო, რომ გაიძახი, ჩემი შვილი რომ მანქანას ღამით გარეთ ტოვებს, ეს ბანდიტები გამდიდრდნენ თუ რაშია საქმე, რომ არ იპარავენ-მეთქი.
თანაც, ხელისუფლება ქმნისო, ეს რომ იძახდა, ხელისუფლება თუ ქმნის და ხელს აფარებს, საერთოდაც არ უნდა ეშინოდეთ არაფრის. თუ არსად ჩანან, ქუჩაში არ დადიან, არ ისვრიან, არ იპარავენ და ყაჩაღობენ, სად არიან და სად ნახა ალასანიამ?
ცოტა მეტი წონიანი სიტყვა უნდა ისროლოს პოლიტიკოსმა, მაგრამ როგორიც ალასანიას უფროსია მოუზომავი, ისეთები ჰყავს ირგვლივ, არ მიკვირს პირადად მე. ახლავე გეტყვით, ივანიშვილზე ამას რატომ ამბობ: ჩემი ძმა იყო რუსეთში იმ კაი დროს და სსრ კავშირის დაშლის მერეც დარჩა კაი ხანს.
პოლიეთილენს რომ ეძახიან, იმის ცეხები ჰქონდა იქ და კარგა ბლომად აკეთებდა ფულს რამდენიმე წელი. მეც ვიყავი ჩასული. ახლა დიდი კი არაფერი, ოთხი ცეხი ჰქონდა, მაგრამ მე რაც იქ ვნახე, იმას გიყვებით: მილიციის უფროსს ცალკე აძლევდა ფულს, რაღაც რეკეტიორებს ცალკე, გამგეობას ცალკე უგზავნიდა და კიდევ რამდენ ვინმეს პატიჟებდა რესტორანში, ვინ იცის. მარტივი პრინციპი იყო - შენ თუ ჭამდი, სხვისთვისაც უნდა გეჭმია, ამაზე იყო აგებული ყველაფერი.
შვილო, მე, უბრალო გლეხმა ვიცი, რომ ჩემს ძმას ის მფარველები რომ არ ჰყოლოდა, მეორე დღეს თავწაჭრილს იპოვიდნენ სადმე და თუ სიკვდილს გადარჩებოდა, ნოლზე დასვამდნენ და გააკოტრებდნენ. ჰოდა, ახლა, ივანიშვილი მომატყუებს მე, რომ ის ფული რუსეთში ხელისუფლებასთან და მილიციასთან შეკვრის გარეშე იშოვა?
მოკლედ, ბევრი ვერაფერი გავიგე ივანიშვილის და მისი ხალხის, მაგრამ რაც გავიგე და რაზეც აზრი გამოთქვეს, სისულელეა ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი: უფასო ტრაქტორი, სასუქი, საწვავი უნდა მივცეთ და გლეხი მოღონიერდებაო, სულ ტყუილად იძახის, რადგან ასე მხოლოდ სოციალიზმის მიმდევრები გვატყუებდნენ და სადამდეც მივედით ამ ტყუილებით, კი ხედავთ კარგად.
ბოლოს უნდა გითხრათ, რომ ზუგდიდში აპირებენ მიტინგის ჩატარებასო, ასე გავიგე. ჩამოვიდნენ, ბატონო, ჩამოსვლას არავინ უშლის, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? თუ ადგილობრივბთან შეხვედრაა, თბილისიდან რატომ ჩამოჰყავს ხალხი? ვინც ნახა, მეუბნება, სადაც მე ვყოფილვარ, ადგილობრივი ბევრი არ მინახავსო...
ერთ რჩევას მაინც მივცემ, შვილო, თუ გამოაქვეყნებთ ამას: ბიძინა, შვილო, დაანებე თავი პოლიტიკას, სანამ დროა და იმ ოქროსავით ხელობას დაუბრუნდი, რაც გქონდა. ხომ ამბობ, მიშამ მიიწერა ჩემი აშენებულიო, აი, ადექი და ურეკში რომ უზარმაზარი სასახლე გქონია, გადააკეთე პენსიონერთა პანსიონატად და თვითონ გახსენი, სხვამ რომ არ მიიწეროს.
ახლა არ შეგიძლია, მართალია, მაგრამ თუ პოლიტიკაზე უარს იტყვი, შეგეძლება. დაიბრუნე ის უმწიკვლო და ლეგენდარული კაცის სახელი, რომელიც გქონდა... შენს მერე ეს წვრილ-წვრილი ლიფსიტებიც დაანებებენ თავს ყოყლოჩინობას და ნორმალურად დაელაპარაკებიან ხალხს... ჩვენ კი შემოდგომაზე უბნებში მივალთ და მშვიდად ავირჩევთ ვინმეს...
მურთაზ ხუბულავა - ზუგდიდი, სოფელი დარჩელი

ან, დავუშვათ, სასწაული მოხდა და იშოვა, აღმოაჩნდა ამხელა გუმანი და ალღო - ვინ შეგარჩენს? ვის შეარჩინა პუტინმა ფული, ვინც თვალში არ მოსდიოდა? ამ შეკითხვების მერე რაღა გამოძიება უნდა, რომ ივანიშვილი რუსების „კასირია“ - აბა აქეთ ასე თავისუფლად ვინ გამოუშვებდა?
ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია, ეს რუსები კიდევ, ჩვენი მტრები იყვნენ სულ და ახლა ვითომ ამბობენ, სააკაშვილი არ მოგვწონს, თორემ ქართველ ხალხს ვენაცვალეთო, მაგრამ მაგას ვინ ჭამს?
ეს ოჯახაყვავებული ივანიშვილი კიდევ, გადმოაგდებს ჩემსიგრძე ენას და გაყვირის, ომი საქართველომ დაიწყოო. კითხვა მიყვარსო, რომ იძახის და ხელზე რომ აკოცნინა ჭაბუა ამირეჯიბს, „დათა თუთაშხია“ მაინც არა აქვს წაკითხული? მაგალი ზარანდია რომ ეუბნება დათას მუშნის თანდასწრებით - თუ გიღალატა ძმამ და დაგიჭირეს, ხალხის გასაგონად უნდა იყვირო, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოაო... ამან კიდევ - ტალიავინი ასე ამბობსო. ჯერ ერთი არ ამბობს მასე ტალიავინი და მეორეც - კაცო, ტალიავინს ეყრებოდა თავზე ბომბები მაშინ თუ მე?მოკლედ, ბევრი ვერაფერი გავიგე ივანიშვილის და მისი ხალხის, მაგრამ რაც გავიგე და რაზეც აზრი გამოთქვეს, სისულელეა ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი: უფასო ტრაქტორი, სასუქი, საწვავი უნდა მივცეთ და გლეხი მოღონიერდებაო, სულ ტყუილად იძახის, რადგან ასე მხოლოდ სოციალიზმის მიმდევრები გვატყუებდნენ და სადამდეც მივედით ამ ტყუილებით, კი ხედავთ კარგად.