კრემლი მოკავშირეებს კარგავს: კარიმოვმა მოსკოვს ვაშინგტონი და ნატო ამჯობინა

  13:55:35     10-07-2012

უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ კარიმოვმა მას შემდეგ, რაც კოლექტიური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ( ОДКБ) გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და ამის მოტივად ის დაასახელა, რომ ეს ორგანიზაცია, უზბეკეთის ინტერესებს არ შეესაბამება, ახალი პარტნიორის ძებნა დაიწყო.

გამოცემა Der Standard–ის ინფორმაციით, კარიმოვი ნატოსთან თანამშრომლობის, ეკონომიკური დახმარებისა და ძალაუფლების შენარჩუნების გზების ძიებას შეუდგა.

„რაც შეეხება უშუალოდ ОДКБ –ს, სინამდვილეში ეს ორგანიზაცია რუსეთის ტოტალური დომინირების ქვეშ იმყოფება. ალიანსის დანარჩენი წევრებისათვის მნიშვნელოვანია მათი ურთიერთობა რუსეთთან  და არა ურთიერთქმედებანი ОДКБ–ს სხვა წევრებთან“, – დარწმუნებულია ანდრე ბალლენი, Der Standard–ის სტატიის ავტორი, რომელიც იქვე მიუთითებს, რომ ОДКБ –ში შემავალი  სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ბელორუსიისთვის, უზბეკეთის ორგანიზაციიდან გასვლა დიდ დანაკარგთან არ ასოცირდება.

„ცენტრალურ აზიაში  მოსკოვის ამბიციებისთვის კი ტაშკენტის იერიენტირის შეცვლა მნიშვნელოვანი დარტყმაა. უზბეკეთი რეგიონში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. ტაშკენტის გარეშე მრავალი  პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. საქმე ეხება როგორც ეროვნებათშორის კონფლიქტებს, ასევე ტერორიზმთან, დამნაშავეობასთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლას“, – ნათქვამია სტატიაში.

ეს პრობლემები არსებითია ტაშკენტისთვისაც. თუმცა, ისლამ კარიმოვმა ამ პრობლემების ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოგვარება გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ მის წინაშე უზბეკეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განთავსების პერსპექტივა გაჩნდა.

„კარიმოვმა კიდევ ერთხელ შეიცვალა მოკავშირე. მსგავს პოლიტიკას პრეზიდენტი 1998 წლიდან აწარმოებს“

დღეისათვის, 74 წლის ისლამ კარიმოვი, რომლის ხელშიც თავმოყრილია სახელმწიფოს ყველა შემოსავალი, იმედოვნებს, რომ ამერიკის შერთებული შტატები მას დაეხმარება ძლაუფლების შენარჩუნებაში.

მიჰყვებიან, თუ არ უზბეკეთის გაკვალულ გზას ОДКБ –ს სხვა წევრები, მალე გამოჩნდება. მით უმეტეს, ამის სიმპტომები უკვე გამოიკვეთა და გამორიცხული არ არის მალე იგი ყირგიზეთმაც დატოვოს, რომელსაც ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კარგი შანსი გაუჩნდა.