მოხრაკული კარტოფილი კვერცხით

  08:15:41     10-07-2012

მასალა:

კარტოფილი  - 1 კგ

ხახვი  - 2‐3 თავი

კარაქი  - 100 გრ

რძე  - 100 გრ

კვერცხი  - 5 ცალი

კამა  - 1 კონა

ოხრახუში  - 1 კონა

ტარხუნა  - 1 კონა

პილპილი  - გემოვნებით

მარილი  - გემოვნებით

ახალი კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად.  შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში. გამზადების შემდეგ მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.