ხილის საზაფხულო სალათა
08:14:37     10-07-2012
მასალა:
ვაშლი - 2 ცალი (მწვანე)
კივი - 3 ცალი
ყურძენი - 300 გრ (მწვანე)
ნაყინი - 300 გრ (ვანილის)
ეს სალათა იმით არის კარგი, რომ მისი მომზადება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. ნაყინის შეცვლა შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით. კივი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად. თუ ყურძენს აქვს კურკები, გავჭრათ და მოვაცალოთ. ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. ხილი ჩავდოთ ჯამში და ავურიოთ ერთმანეთში. ჩავაწყოთ ხილი ჭიქებში და დავადოთ ნაყინი.