
მთვრალი სოზარ სუბარი, „ოქროს სარაიის“ შესახებ (ვიდეო)
16:34:24     09-07-2012
სოზარ სუბარი, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეწვია. ის რომ, „მეოცნებეები“, ქართლში, სოფელ–სოფელ გაწბილებული დადიან, ახალი ამბავი არ გახლავთ. მოსახლეობა, ზოგან, საერთოდ არ გამოდის „ბიძინისტებთან“ შესახვედრად, ზოგან კი ოლიგარქის მომხრეებს ისეთ დღეს აყრიან, „მეოცნებენი“ თავქუდმოგლეჯილი გამორბიან.
ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი, „ოცნების“ ხალხის ვიზიტისა, სოზარ სუბარის გამოსვლა გახლდათ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სოზარი იმ დროს შეამჩნია, როცა, უგონოდ მთვრალი, ერთი ხელით ხანდაზმულ მანდილოსანს გადაკიდებოდა, მეორეთი კი თანაპარტიელს. საბრალო ქალი, რომელიც მთვრალ სოზარზე ბევრად მომცრო აღნაგობის გახლდათ, სულს ძლივს ითქვამდა. არანაკლებ მძიმე იყო მამაკაცის ხვედრი, რომელიც ამაოდ ცდილობდა, მთვრალ სოზარს წონასწორობის დაცვაში დახმარებოდა. ოლიგარქის ფულებით ნაქეიფარი სოზარი, მეჯვრისხეველებს რაღაცას ჰპირდებოდა. ოღონდ რას, გაუგებარია. სავარაუდოდ, „ოქროს სარაიას“, ოღონდ, ჯერ თავისთვის რომ ააშენებინებს ბიძინას, მერე.. იხილეთ ვიდეო, სადაც მთვრალი სოზარი დაპირებებს იძლევა: