მოსკოვი და ასადის რეჟიმი - დიპლომატია ტრაგედიის ფონზე

  15:03:46     09-07-2012

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, იგი აღშფოთებულია რუსეთისა და ჩინეთის ქმედებით, რომლებიც უარს ამბობენ სირიაში მომხდარი ამბების მშვიდობიან მოგვარებაზე და ასადის სისხლისმღვრელ რეჟიმს მხარს უჭერენ.

„ვთვლი, რომ რუსეთისა და ჩინეთის მმართველები არ ფიქრობენ საკუთარი ქვეყნის მომავლზე და ვერ ხვდებიან იმას, რომ შესაძლოა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მათ ძალიან ძვირად დაუჯდეთ“, - აღნიშნა კლინტონმა.

„ჩვენ ასადის რეჟიმის დასამარცხებლად ბრძოლას განვაგრძობთ. ვცდილობთ საკითხი სირიის სასიკეთოდ გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა მიმდინარე პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრისას პატრიკ ვენტრელმა.

ყველაფერთან ერთად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი ახალი ინფორმაცია გაავრცელა. უახლოეს მომავალში სირიის ოპოზიციის ახლადარჩეული ლიდერი მოსკოვს ესტუმრება.

„ჩვენ მსგავს ვითარებას მივემხრობით, რუსეთმა ქაიროს კონფერნციაში მონაწილეობა მიიღო და ისინი დღითიდღე უფროდაუფრო მეტ ინტერსს გამოხატავენ სირიის ოპოზიციის მიმართ“, - დასძინა პატრიკ ვენტრელმა.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორ-პოლიტოლოგის, ტომას რემინგტონის აზრით, ჰილარი კლინტონის მოთმინება, რუსეთ-სირიის საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს ზღვარს უახლოვდება.

„კლინტონის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ მას მოთმინება ეწურება სირია-რუსეთის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ თითქოს მოსკოვი ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაცია მაინც იმ პოლიტიკას ატარებს რომელიც თავად მიაჩნია საჭიროდ. აშშ კი მსგავს სიტუაციას იდეალურად ხედავს და აფასებს. ვთვლი, რომ კლინტონი მსგავსმა ვითარებამ ძალიან დაღალა. ჩინეთიც და რუსეთიც უარს ამბობს ოფიციალურად დაადასტუროს თუ რომელ მხარეს, ასადის რეჟიმს თუ სირიის ოპოზიციას უჭერს მხარს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგები სხვადასხვა აზრს გამოხატავენ. რამდენიმე მათგანი თვლის, რომ რუსეთის ფედერაცია ასადის რეჟიმის მიმხრობით სერიოზულ გეგმებს ფარავს. ეს გეგმები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასეა თუ ისე, აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ზოგადად დასავლეთს მოთმინება ეწურება. თუ რა შედეგებამდე მივა ეს დაძაბული სიტუაცია ალბათ ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით კი ამ გაურკვევლობის ფონზე სირიაში ვითარება არ იცვლება. იღუპება ათასობით ადამიანი და ქვეყანა მასშტაბური ომის ზღვარზეა.