
ნინელი ჭანკვეტაძე ბაზრის ქალის როლში (ვიდეო)
13:11:50     09-07-2012
ნინელი ჭანკვეტაძე ოლიგარქის ფულებმა ისე გააბრუა, რომ საკუთარ შეცდომებს სხვებს აბრალებს. მსახიობი ქალბატონი „აიტივის“ ჟურნალისტს თავს დაესხა და „გარყვნილი“ უწოდა. ჭანკვეტაძე, რომელიც როცა პატარკაციშვილი უხდიდა ფულს, პატარკაციშვილთან იყო, ახლა კი სამადლოდ ივანიშვილის ხარჯზე ცხოვრობს, ჟურნალისტს დასცინოდა, კაპიკებს გიხდიანო.
„ჟურნალისტი ხარ და შპიონობა არ უნდა იკადრო“ – დაახლოებით ასე განუცხადა აიტივის კორესპონდენტს ქალბატონმა ნინელიმ. მსახიობს, ეტყობა რაღაც აერია. ჟურნალისტი თუ სოფელ–სოფელ დადის და ინფორმაციას მოიპოვებს, ეს მისი პროფესიული მოვალეობაა. ხოლო, როცა მსახიობი შარა–შარა დაეხეტება და მილიარდერ კაცს დასდევს შეძახილით: „კარგია კაცია“–ო, სასაცილოა.
არადა, მშვენიერი მსახიობი გახლდათ ნინელი ჭანკვეტაძე, სანამ ეშმაკს მიჰყიდდა სულს და ფულს დახარბდებოდა. ახლა აღარც მსახიობია და ვერ პოლიტიკოსი გახდა. ქალბატონი ნინელი რაღაც სხვა როლშია... დაახლოებით, ბაზრის ქალის როლში... ვისაც არ სჯერა, შეუძლია ვიდეო იხილოს, სადაც ჭანკვეტაძე მეტად საინტერესოდ შლის ხელებს.