სოფელ ბნავისში, „მეოცნებეებს“ მოსახლეობა არ შეხვდა (ვიდეო)

  20:56:54     07-07-2012

დღეს, ოლიგარქ ივანიშვილს წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი დღე ჩაუფლავდა. შიდა ქართლის სოფელ ბნავისში, „მეოცნებეები“ მოსახლეობამ ცივად მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, სოფლის მცხოვრებლებმა ივანიშვილის პარტაქტივთან შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

კოალიციის წევრები, ტრადიციისამებრ, სოფელში ავტომობილის კოლონით, დროშების ფრიალით და ზარ–ზეიმით ჩავიდნენ, თუმცა, ხალხი მათ სიახლოვესაც არ გამოჩენილა. გაწბილებულ „მეოცნებეებს“ სხვა გზა რომ აღარ დარჩათ, სოფელში კოალიციის მაისურები დატოვეს და სასწრაფო წესით უკან გამობრუნდნენ. ბნავისის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელს თავისი საქმე აქვს და ივანიშვილის პარტიული აგიტატორების საუბარი არავის აინტერესებს.

ვიდეო იხილეთ აქ