
ამერიკელი ექსპერტი: რუსეთი ნიგერიაა, პუტინს კი თავი ტარზანი ჰგონია
16:06:54     07-07-2012
თანამედროვე რუსეთი - არა ზესახელმწიფო, არამედ სუსტი, კორუმპირებული ქვეყანაა დიქტატორით, რომელიც ბირთვულ ღილაკს აკონტროლებს. რუსეთის ძალის არარსებობა კი კავკასიაში უკნასკნელმა ომმა - საქართველოსთან ომმა დაადასტურა. ეს განცხადება უკრაინულ ტელეარხ ТВi-სთან ინტერვიუში აშშ-ის რადგერსის უნივერსიტეტის ოროფესორმა, უკრაინული წარმოშობის პოლიტოლოგმა ალექსანდრ მოტილმა განაცხადა.
„თუ შევხედავთ რუსულ სახელმწიფოს, ის, შესაძლოა, ცოტათი ეფექტურია უკრაინულთან შედარებით. პუტინი, რა თქმა უნდა, თავს წარმოადგენს, როგორც ტარზანს, ის გულში მჯიღს ირტყამს, მაგრამ ეს ყველაფერი ბლეფია“ - განაცხადა მოტილმა.
პროფესორი ამბობს, რომ რეალურად, რუსეთი სუსტი, არაეფექტური და კორუმპირებული ქვეყანა, „ერთგვარი ნიგერიაა“. თუმცა ერთი განსხვავებით, „ეს ნიგერია ბირთვულ ბომბს ფლობს და ეს საფრთხეა“ - დასძენს ანალიტიკოსი.
მოტილისთვის რუსეთი არის „ნიგერია დიქტატორით“, რომელიც თვლის, რომ შეუძლია და აქვს უფლება, „ეს რუსული სამყარო“ მთელს მსოფლიოზე გაავრცელოს. პროფესორი ამბობს, რომ რუსეთი პირდაპირი საფრთხეა უკრაინისთვის, თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ პუტინი ვერ შთანთქვას უკრაინას:
„მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსეთს, უბრალოდ, არ გამოუვა. შეხედეთ ბოლო ომს საქართველოსთან. რა არის საქართველო რუსეთთან შედარებით? და თვით იქაც კი ერთ კვირას გრძელდებოდა ომი! ეს კი იმის დადასტურებაა, რომ რუსეთი სუსტია“ - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.