"არტ-გენი" რეგიონებში გრძელდება

  10:02:47     07-07-2012

ფესტივალი „არტ–გენი“ 2012–ის რეგიონალური ტური დასავლეთ საქართველოში გრძელდება. დღეს , 6 ივლისს „არტ–გენს“ ზუგდიდი მასპინძლობს. რეგიონალური ტური 8 და 10 ივლისს წყალტუბოსა და ჩოხატაურში გადაინაცვლებს, ხოლო 12 ივლისს ფოთში– მალთაყვას ტყე–პარკში დასრულდება.

ფესტივალის რეგიონალურ ტურზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ადგილობრივი ფოლკლორი (ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია,  ზეპირსიტყვიერება და რეწვა), ასევე სტუმრები თბილისიდან : ფესტივალის საჩუქარი ანსამბლი „სნო“ და ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები“.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს  შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად  თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
ფესტივალის მხარდამჭერები:  კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორი:  ”ბანკი კონსტანტა”
ფესტივალის სპონსორი: აფთიაქების ქსელი „ფარმადეპო“
ფესტივალის პარტნიორები:  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და გ. ჩიატაიას სახელობის  ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი”კავკასია”