კალმახი ბროწეულით

  10:01:25     07-07-2012

მასალა:

კალმახი 1 კგ.

კარაქი 100გრ.

ნიორი  2-3 კბილი

კვერცხი 2ც.

ლიმონი 1ც.

ბროწეულის წვენი  1 ჭიქა

ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

თევზი გამოვშიგნოთ (ისე რომ მუცელი არ გავჭრათ) ხვრელიდან რომელიც წარმოიქმნება ლაყუჩების გამოცლის შემდეგ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად დავამატოთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და ტარხუა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. თევზის მუცელი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით და შევწვათ კარაქში ოქროსფერი ფერის მიღებამდე, შემდეგ შევდოთ აირღუმელში მომზადებამდე. ბროწეულის წვენში დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ, სოუსი ჩავასხათ სასურველ ჭურჭელში და მივიტანოთ თევზთან ერთად. (თევზი შეგვიძლია გავაფორმოთ, მწვანილით, შემწვარი პომიდვრით და ბადრიჯნით).