შემწვარი წიწილა
10:00:10     07-07-2012
მასალა:
2 ცალი წიწილა
3 სუფრის კოვზი ერბო
1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი
100 გრამი ხახვი
მოსაყრელად ქინძი
გემოვნების მიხედვით მარილი
წიწილები შევწვათ ტაფაზე და ზედ ცოტა ერბო მოვასხათ. წვრილად დაჭრილი ხახვი
ორ სუფრის კოვზ ერბოში მოვხრაკოთ ქვაბში,შემდეგ დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ახალი
პომიდვრიდან გამოწურული წვენი,ვადუღოთ 10 წუთს, შევადუღოთ ერბოში მოშუშული 1 სუფრის კოვზი ფქვილი. წვენი დავასხათ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ირგვლივ მოვუწყოთ წიწილის ხორცი და მივიტანოთ სუფრაზე.