ნივრის სოუსი (სამარხვო)

  09:59:30     07-07-2012

მასალა:

    5-6 კბილი ნიორი

    5 ნაჭერი თეთრი პური

    50 გ. ზეითუნის ზეთი

    ძმარი და მარილი გემოვნებით

გასუფთავებული ნიორი დავამწნილოთ ძმარში 5 საათის განმავლობაში და შემდეგ  დავნაყოთ. პურის გული დავალბოთ წყალში, გავწუროთ და შევურიოთ ნიორს. ავურიოთ კარგად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და 1-2 კოვზი ძმარი. სოუსი უნდა იყოს ბლანტი კონსისტენციის. პური შეიძლება შევცვალოთ მოხარშული  კარტოფილით.