
რატომ გადადგა გერმანიის კონტრდაზვერვის შეფი?
13:48:02     06-07-2012
გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი, 63 წლის ჰაინც ფრომი გადადგომა მისივე უწყების მიერვე წარმოებულ ერთ–ერთი ნეოფაშისტური დაჯგუფების საქმიანობის გამოძიებას უკავშირდება.
მიიჩნევა, რომ ამ დაჯგუფების მსხვერპლი გახდა, როგორც მინიმუმ ათი კაცი მაინც, რომელთა უმრავლესობას თურქეთიდან იმიგრანტები შეადგენენ.
მკვლელობები, 2000 წლიდან დაწყებული, შვიდი წლის მანძილზე ხდებოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ფრომი გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონტრდაზვერვის საკითხებითაა დაკავებული.
ის გრანდიზული სკანდალი კი, რის გამოც ფრომი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, გასულ კვირას განვითარდა. როგორც გამოირკვა, უწყების თანამშრომლებმა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაანადგურეს, რაც ჯგუფის საქმიანობას უკავშირდებოდა.
თანამდებობის დატოვების შესახებ ფრომმა საქმის კურსში ჩააყენა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰანს–პეტერ ფრიდრიხი.
მან მისი ქვეშევდრომის გადადგომას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ ის ისევე როგორც მე ღრმად შეშთოთებულია იმით, რომ მოქალაქეებმა დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო საშინაო დაზვერვის სამსახურისადმი ნდობა დაკარგეს“.
პირველად ინფორმაცია ნეონაცისტური დაჯგუფების შესახებ, რომელიც საკუთარ თავს „ნაციონალურ სოციალისტურ იატაკქვეშეთს“ უწოდებდა, პრესაში 2011 წლის დეკემბერში გაჩნდა. გამოძიების ვერსიით, მათ 10 მკვლელობა მაინც ჰქონდათ ჩადენილი.
ეს მოხდა მაშინ, როცა ამ ჯგუფის სამი წევრიდან ორმა ჯგუფური თვითმკვლელობა მოახდინა, ხოლო მესამე, ბეატე ცშეპპე, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ცვიკკაუში ბინას ქირაობდა, ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.
მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის პოლიციის ფედერალური სამსახურის სერიოზული შეცდომაა.
მანვე ასევე „ნაციონალური სოციალისტური იატაკქვეშეთის“ აქციის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს პატიება სთხოვა. მსხვერპლთა შორის 8 თურქული წარმოშობის მეწარმე იყო, ერთი ბერძენი და ერთი კიდევ პოლიციის თანამშრომელი.
ამას გარდა შვიდწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჯგუფმა ასევე ორი აფეთქება მოახდინა, რის შედეგად 20 კაცი დაზარალდა და ასევე მათვე დაახლობით ათჯერ ბანკებიც დააყაჩაღეს.
ფედერალური სამსახურის პრესტიჟს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა გასულ კვირას გახმაურებულმა ფაქტმა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უწყების თანამშრომლებმა გაანადგურეს დოკუმენტები, რომლებშიც შეეხებოდა ულტრამემარჯვენეთა წრეებში ჩანერგილი ინფორმატორების მიერ მიწოდებულ უმნიშვნელოვანეს ცნობებს.