პაკისტანმა ავღანეთისთვის ნატოს ტვირთებს დერეფანი გაუხსნა
08:28:19     05-07-2012
როგორც ცნობილია, ნატოს ბადრაგი პაკისტანში ბოევიკთა სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ბოლო პერიოდში პაკისტანს ნატოსთვის თავისი საჰაერო სივრცე საერთოდ დახურული ჰქონდა.
თუმცა, „ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, ამჟამად პაკისტანის ხელისუფლებამ ავცღანეთისთვის განკუთვნილი ტვირთების ტრანზიტის განახლებაზე თანხმობა მისცა, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გააკეთა თავის პაკისტანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ცნობისათვის: ისლამაბადმა ნატოს ტვირთების ტრანზიტი გასული წლის ნოემბერში შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ავიადარტყმის შედეგად 24 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა.
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მან პაკისტანელ კოლეგას, ხინა რაბინი ხარს ამის გამო ბოდიში მოუხადა.
„მე და საგარეო საქმეთ მინისტრმა ის შეცდომები ვაღიარეთ, რამაც პაკისტანელ სამხედროთა დაღუპვა გამოიწვია. ჩვენ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ამ დანაკარგის გამო და მსგავსი სიტუაციის შემდგომში თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ, პაკისტანთან და ავღანეთთან თანამშრომლობას“, – ნათქვამია კლინტონის განხადებაში.
პაკისტანმაც თავის მხვრივ დაადასტურა, რომ კვლავინდებურად ავღანეთში კოალიციისათვის საჭირო ტვირთების ტრანზიტზე გადასახადს არ გადაახდევინებს.
მიღწეული შეთანხმებით, ტრაზიტი 2014 წლამდე, ნატოს ჯარების ავღანეთიდან გაყვანამდე, გასტანს.
ტრანზიტის პაკისტანის მიერ აკრძალვის პერიოდში ნატო იძულებული იყო ავღანეთში ტვირთის გადასაზიდად ცენტრალური აზიის ქვეყნები და რუსეთი გამოეყენებინა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებოდა.
გასული წლის ნოემბერში სატრანზიტო მარშრუტების დახურვამ პაკისტანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.
ამჟამად კი, აშშ–ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პალეტას თქმით, ორივე ქვეყანას შეეძლება სრულყოფილად აღადგინოს ერთმანეთთან თანამშრომლობა.