ცნობილი გახდა გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა სახელები (ვიდეო)

  13:39:39     04-07-2012

ეჭვმიტანილთა შორისაა 26 წლის მიხეილ ტონია, რომელიც კიდევ ორი დაკავებულთან ერთად ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება. მისი ახლობლების თქმით, ის შემთხვევითაა დანაშაულში გარეული. ტონიამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ მისი სახლში პერიოდულად ცხოვრობდა და საკუთარ ნივთებს ინახავდა თორნიკე კვირიკაშვილი, რომელზეც ახლა ძებნაა გამოცხადებული. ავტომანქანა, რომელიც ტონიას სახლის ეზოში აღმოაჩინეს, მისი თქმით, ასევე კვირიკაშვილს ეკუთვნის.

ეჭვმიტანილების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. „დილის 6 საათზე ჩვენთან ნიღბიანები შემოიჭრნენ, მიწაზე დაგვაწვინეს, გვაჩვენეს ფოტოები, რომელზეც მანქანაა გადაღებული და გვითხრეს: ეს მანქანა, რომელიც თქვენს ეზოშია, თქვენია? მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მანქანა არ გვყავს. ეს ავტომანქანა ჩემი შვილის ნაცნობს თორნიკე კვირიკაშვილს ეკუთვნის“ - ყვება მიხეილ ტონიას დედა ელენე.

ელენეს თქმით, მისმა შვილმა კვირიკაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო, ივნისის დასაწყისში. თორნიკემ მას სთხოვა, დროებით მასთან ცხოვრების საშუალება მიეცა, რადგან მამამისი მოსკოვიდან წავიდა და დასარჩენი არსად აქვს.

„მე ყოველთვის ვაფრთხილებდი მიშას, შორს დაეჭირა ამ ნაცნობობისგან“ - ამბობს ტონიას დედა. დაკავებულის ძმამ გიორგიმ „ლაიფ-ნიუსს“ განუცხადა, რომ მიხეილი ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი - ნარკოტიკების გამო, მაგრამ ის მკურნალობდა, აგვისტოში კი ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი.

საგამოძიებო ორგანოების ცნობით დაკავებულებს ბრალს მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შენახვაში წაუყენებენ. გამოძიება დარწმუნებულია, რომ ქილერები დაქირავებულები იყვნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ტონია დაკითხვის შემდეგ უკვე გაუშვეს სახლში. მან უარი თქვა მედიის წარმომადგენლებს გასაუბრებოდა კითხვებზე და სასწრაფოდ დატოვა შენობა.

ვიდეო