კიევში „ბერკუტმა“ შტურმი დაიწყო, რადას სპიკერები კი პოსტებს ტოვებენ

  13:18:09     04-07-2012

კიევში კვლავ  დაძაბული ვითარებაა. „უკრაინულ სახლთან“, სადაც რამდენიმე ხანში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს, სპეცრაზმ „ბერკუტის“ წევრებმა მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუტიეს.

აქცია „უკრაინულ სახლთან“ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები ენის შესახებ კანონს აპროტესტებენ, რომელიც რუსულ ენას რეგიონალურ სტატუსს ანიჭებს და ქვეყნის 13 რეგიონში, ფაქტობრივად სახელმწიფი ენის ფუნქციას სძენს. კანონი იანუკოვიჩის ხელმოწერას ელოდება, რის შემდეგაც უკვე ძალაში შევა.

პირველი შტაკება „ბერკუტის“ მებრძოლებსა და მომიტინგეებს შორის წუხელ მოხდა, როცა სპეცრაზმი შეკრებილების დაშლას შეეცადა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც, თუმცა აქციის დაშლა ვერ მოხერხდა. დღეს დილით კი კიევის ცენტრში სპეცრაზმელებით სავსე 15 ავტობუსი გამოჩნდა.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ „უკრაინულ სახლთან“ ასობით სპეცრაზმელი განათავსეს, რომლებმაც შენობას ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს.

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბერკუტმა“ შენობის შტურმი დაიწყო. მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. ინფორმაცია ჯერერობით მწირია.

პარალელურად კონფლიქტური ვითარებაა რადაშიც. ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ტომენკომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში პრეზიდიუმში ყოფნა  მისთვის უკვე მიუღებელია, რადგან ის ვიქტორ იანუკოვიუჩის პოლიტიკური სურვილების შემსრულებელ ორგანოდ იქცა. ტომენკო თლის, რომ ენის შესახებ კანონპროექტის ისტორია მოქმედ რადას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტი დატოვა რადას სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმაც. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იაქნუკოვიჩთან წუხანდელი თათბირის შემდეგ მიიღო. ლიტვინის ინფორმაციით, მას რეგიონების პარტიამ უკვე შემცვლელიც მოუძებნა - კომუნისტი ადამ მარტიანუკი, რომელმაც ლიტვინის განცხადებისა და მისი დარბაზიდან გასვლის შემდეგ სხდომის წამყვანის ფუქცია უკვე გადაიბარა.

video