
მაკარონი ქათმის ხორცით
09:11:13     04-07-2012
მასალა:
მაკარონი 200 გრ.
ხახვი 4 თავი
ქათმის ხორცი 100გრ.
ნაღები 100მლ.
ზეთი შესაწვავად.
კარაქი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ქათმის ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ვთუშთ 2 წუთი, დავამატოთ ნაღები და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე სქელი კონსისტენციის მიღებამდე, შემდეგ დავამატოთ მოხარშული მაკარონი (მაკარონს ცივი წყალი არ გადვავლოთ) კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან და მოვასხათ გამდნარი კარაქი.