გაერო იარაღის ბრუნვის სიტუაციას გაარკვევს
08:40:46     04-07-2012
მსოფლიოში იარაღის ბრუნვის რეგულირების საკითხი კარგა ხანია დღის წესრიგში დგას. განსაკუთრების ეს პრობლემა მნიშვნელოვანი გახდა სირიის მოვლენების შემდეგ. სწორედ სირიის კონფლიქტმა აიძულა ძლიერნი ამა ქვეყნისანი გაეროს ეგიდით ამ საკითხზე სასწრაფოდ დაეწყოთ მოლაპარაკებები, რაც მიმართული იქნება იარაღის ბრუნვაზე საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ამ პრობლემის გადაწყვეტის პირველი მცდელობა ნამდვილად არ არის, მაგრამ იგი რატომღაც დამუხრუჭდა ისე, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყება ვერც კი მოასწრეს.
ამის მიზეზი მაშინ პალესტინის ავტონომიის სტატუსზე მონაწილეთა უთანხმოება იქცა, რომელიც მოლაპარაკებებზე მეთალყურის სტატუსით იყო მიწვეული.
სწორედ პალესტინის ეს სტატუსი არ აწყობდა ეგვიპტეს, რომელიც მიიჩნევს, პალესტინის ავტონომია ამ პროცესში თანასწორუფლებიანის სტატუსით უნდა იმყოფებოდეს. თუმცა ისრაელი, რომელიც თავიდანვე პალესტინის მონაწილეობის წინააღმდეგი გახლდათ, ახლაც იმავე პოზიციაზეა და კატეგორიული წინააღმდეგია ამ პროცესში პალესტინის დელეგაციის ჩართვის.
ასეა თუ ისე, დებადები დღეს, 3 ივლისს, მაინც განახლდება, მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველი არ გამორიცხავს, რომ „პალესტინის საკითხი“ მხოლოდ მიზეზია მოლაპარაკებათა შეჩერების, რაც დროის მოგების მიზნით კეთება.
ევროპის რიგი ქვეყნები მოითხოვენ, რომ შეიარაღების კონტროლზე ერთიანი შეთანხმება სწრაფად იქნეს მიღებული. თუმცა იმავდროულად ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ეგვიპტე, საერთოდ არ ჩქარობენ ამას. ამასობაში კი იარაღის შესაძენად ათობით მილიონი დოლარი იხარჯება, რასაც ასობით ათასი მსხვეპლი მოჰყვება.
ამერიკის შერთებული შტატები, რომელიც მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორია, პრობლემისადმი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ახლა შეთნხმების შემუშავების იდეას უჭრს მხარს, ოღონდ ჩინეთთან, სირიასთან და ეგვიპტესთან ერთად სურვილი გააჩნია, რომ ტყვია–წამლების საკითხი განხილულიქნას ცალკე.
ჩინეთს მიაჩნია, რომ მცირეკალიბრიანი იარაღიც დოკუმენტის შედგენის დროს არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნები მოითხოვენ, რომ რომ იარაღის შემსყიდველთ არ ავალდებულებდნენ სამართლდაცვითი სფეროს ყველა პუნქტი შეასრულონ.
რაც შეეხება რუსეთს, რომელიც მსოფლიოში იარაღის ექსპორტის მიხედვით მეორეა, მისი პოზიცია, ჯერჯერობით, საერთოდ დაუდგენელია.
ექსპერტთა მონაცემებით, იარაღის უკანონო ბრუნვის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 750 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო შეიარაღების გაყიდვისგან მსოფლიოში ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 60–70 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მხარეთა მოსაზრებით, იარაღის ყიდვა–გაყიდვაზე საერთო წესების შემუშავებისკენ მათ სირიის კონფლიქტმა უბიძგათ, სადაც არალეგალურად შეძენილი შეიარაღება ძალზე ბევრია.
თუმცა, სხვადასხვა უფლებათადამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, Amnesty International–ი, უკვე ექვსი წელია, რაც გაეროს მოუწოდებს ამ საკითხის გამო მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს.