კარტოფილის კატლეტი

  08:41:56     03-07-2012

მასალა:

 

კარტოფილი  - 1 კგ

კარაქი  - 50 გრ

კვერცხი  - 2 ცალი

მარილი  - გემოვნებით

ფქვილი  - 35 გრ

ზეთი  - 30 მლ

მომზადება

 

ეს უბრალო და ამასთანავე გემრიელი კერძია, რომელიც ძალიან უხდება სოკოს სოუსს. კარტოფლი გავთალოთ და კარგად მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, გადავასხათ წყალი და დავამატოთ კარაქი და მარილი. სანამ კარტოფილი არ გაცივდა კარგად დავჭყლიტოთ, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. დავამატოთ 2 კვერცხი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. გაკეთებული ცომისგან გავაკეთოთ კატლეტი და შებრაწოთ ორივე მხრიდან ზეთში. ამ კერძს უხდება არაჟანი, საზაფხულო სალათი,სოკოს სოუსი.