
„ბიძინა ივანიშვილთან არ ხარ? დოუძახე „ინფო 9–ს“!!! (ვიდეო)
17:16:16     02-07-2012
ცოტნე შენგელია, კახი კალაძის სამტრედიელი მეგობარია. ადრე იგი სპორტსმენი იყო. მერე კრიმინალური წარსულის გამო, სპორტში საკუთარი ადგილი დაკარგა. ახლა ბიძინა ივანიშვილის ზონდერ ბრიგადებს ხელმძღვანელობს სამტრედიაში. წარსულში ნასამართლევს, ფულის გამომძალველს, ეს „თანამდებობა“ კალაძის „ხელშეწყობით“ ერგო. კრიმინალური წარსულის მქონე შენგელიამ ზონდერ ბრიგადებზე სასაუბროდ, გადამღები ჯგუფი ჯერ თავისთან დაიბარა, შემდეგ კომენტარზე უარი განაცხადა. მეტიც, ჟურნალისტების, „ინფო 9–ით“ შეშინება გადაწყვიტა.