10 უცნობი ფაქტი მერლინ მონროს შესახებ
05:28:20     02-07-2012
1. მერლინის დედა მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა. იმ საავადმყოფოში სადაც მერლინის ბებია გარდაიცვალა.
2. რეჟისორების უმრავლესობა ერთ რამეზე ჩიოდა,- რომ მერლინთან მუშაობა შეუძლებელი იყო. მას ყოველთვის ავიწყდებოდა და ერეოდა სიტყვები, აგვიანებდა გადაღებებზე ან საერთოდაც არ მოდიოდა რამდენიმე დღე. კარგი ეპიზოდისთვის 20-40 დუბლის გადაღება მაინც იყო საჭირო.
3. მონროს ბაბუა ( ოტის მონრო ) მთლიანი პარალიზით გარდაიცვალა.( ფსიქიკურმა დაავადებამ სიფილისის ბოლო სტადია გამოიწვია)
4.რობერტ კენედი.
გავრცელებული ჭორების მიუხედავად, რომელიც მონროს და რობერტ კენედის რომანს ეხება, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. შეიძლება ისინი უბრალო მეგობრები იყვნენ.
5. მერლინი და ჯო დიმარჯო.
ფილმ "The Seven Year Itch"-ის გადაღებისას მონროს და მისი მეორე მეუღლის ჯო დი მარჯოს ურთიერთობა უფრო გაუარესდა, მიზეზი ჯოს ეჭვიანობა იყო. ამის შემდეგ კი მერლინმა იგი გადაღებებზე მოიყვანა, რათა დაერწმუნებინა მეუღლე, რომ ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ზუსტად ამ დღეს გადაიღეს ლეგენდარული სცენა, რომლის დროსაც ჰაერის ძლიერი ნაკადი მერლინის ქვედაბოლოს ზემოთ სწევს. ჯო გაცეცხლებული იყო და მათი 9 თვიანი ქორწინებაც დამთავრდა.
6. კლარკ გეიბლი.
ფილმ "Misfits" -ის გადაღებების ბოლო დღეს კლარკ გეიბლიმ განაცხადა :" ღმერთო ჩემო! რა ბედნიერი ვარ, რომ ფილმის გადაღება, როგორც იქნა დასრულდა. მონროს გულის შეტევამდე მივყავდი." მომდევნო დღეს კი კლარკმა ინფაქტი მიიღო და 11 დღეში გარდაიცვალა.
7. რობერტ სლეტცერი ( მერლინ მონროზე წიგნის ავტორი ) ავრცელებდა ხმებს იმის შესახებ, რომ იგი მონროს მე4-ე ქმარი იყო, მიუხედავად იმისა-არანაირი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. იგი ამით ფულს შოულობდა. არც მერლინის მეგობრებმა და არც თანამშრომლებმა არ იცოდნენ ვინ იყო რობერტ სლეტცერი.
8. ტონი კურტის.
ტონი კურტისი, რომელიც მონსორთან ერთად ფილმ "ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან"-ში მონაწილეობდა თავიანთ კოცნაზე თქვა- "აკოცო მერლინს იგივეა რაც აკოცო გიტლერს".
9. მერლინი ოპერაციამდე.
მსახიობმა რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ქირურგებმა შეასწორეს მისი ცხვირი, ნიკაპის ფორმა და მოაცილეს თმები, რომელიც შუბლზე სამკუთხედის ფორმით ამოსდიოდა.
10. არსებობს ფართოდ გავრცელებული მითი, იმის შესახებ, რომ მონრო თავის ერთერთი ფეხსაცმლის ქუსლს ნახევარი სანტიმეტრით ცვითავდა, რათა თავისი პოპულარული სიარულის მანერა მიეღო, მაგალითად როგორიც ფილმში - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"-ში გვხვდება.
სინამდვილეში იგი ამას არ აკეთებდა. ასეთი სიარულის მანერა კი ფილმ "ნიაგარაში" შეიმუშავა.