საზაფხულო სუპი
05:27:23     02-07-2012
მასალა:
ჭარხალი 2ც.
ხახვი 1 თავი
მოხარშული კვერცხი 4ც.
კიტრი 1ც.
დაფნის ფოთოლი 1ც.
ბოლოკი 1ც.
მწვანე ხახვი, ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი და ჭარხალი გავასუფთავოდ, დავასხათ 1,5 ლ. წყალი, შემდეგ დავამატოთ დაფნის ფოთოლი, მოვაყროთ მარილი დავდგათ გაზქურაზე და მოვხარშოთ, მოხარშვის შემდეგ დაფნის ფოთოლი და ხახვი ამოვიღოთ ბულიონიდან და გადავაგდოთ, ხოლო ჭარხალი გავხეხოთ ცალკე ჯამში, შემდეგ დავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, ბოლოკი, მოხარშული კვერცხი, დავასხათ ჭარხლის ბულიონი კარგად ავურიოთ მოვაყაროთ წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი. მომზადებულ სუფში ჩავაწყოთ კვერცხის ნაჭრები.