ბანანის კექსი
05:25:03     02-07-2012
მასალა:
ბანანი 3ც.
კარაქი ან მარგარინი 100გრ.
კვერცხი 2ც.
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
რძე 100 მლ.
გამაფხვირებელი 1 ჩ/კ.
მომზადება:
დარბილებულ კარაქს ან მარგარინს დავამატოთ შაქარი, კვერცხი, რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ ბანანი (ბანანი წინასწარ გავასუფთავოდ და დავჭყლიტოთ), გამაფხვიერბელი, ფქვლი და კვალავ ავთქვიფოთ (მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). გამოსაცხობ ფორმებს წავუსვათ კარაქი, თითოეულზე მოვათავსოთ მომზადებუი ცომი (ცომი ფორმის ¾ სიმაღლეზე უნდა მოვათავსოთ, რადგან გამოცხობის დროს ამოდის), შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირუმელში და ვაცხოთ 25–30 წუთის განმავლობაში.