ამერიკელებმა უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები გამოსცადეს
17:27:17     01-07-2012
ამერიკის შერთებულმა შტატებმა წყნარი ოკეანის აკვატორიაში საზღვაო ბაზირების რაკეტსაწინააღმდეგო თავადცვის უახლოესი რაკეთსაწინააღმდეგო სისტემა, Aegis–ები წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა საკუთარ საიტზე განათავსა.
Aegis–ის სიტემის მეორე თაობის რაკეტსაწინააღმდეგო Standard Missile — 3 (SM-3) Block IB გაშვებულიქნა ჰავაის კუნძულების რაიონში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალების გემ Lake Erie–დან, რომელმაც ჰავაის კუნძულების პოლიგონიდან გაშვებული ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის სასწავლო ქობინი გაანადგურა.
ამასთან აღნიშნავენ ასევე ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მაღალეფექტურობას, რომელიც მან რაკეტმზიდიდან გამოყოფის შემდეგ, ბირთვული ქობინის განადგურებისას გამოავლინა.
მაისში, ჰავაის კუნძულების რაიონში ამერიკის შეერთბული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალების გემიდან გაშვებულმა Standard Missile — 3 (SM-3) Block IB–მა გაანადგურა ოჰაიოს შტატის კუნძულ კაუაის სარაკეტო პოლიგონიდან გაშვებული საშუალო მოქმედების სასწავლო ბალისტიკური რაკეტა.
როგორც აღნიშნავენ, Aegis–ის პროგრამით ჩატარებული 27 რაკეტსაწინააღმდეგო გამოცდიდან 22 წარმატებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპული სისტემის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები ესპანეთში, როტას ბაზაზე განათავსებს მრავალფუნქციური საბრძოლო საიფორმაციო–მართავადი სისტემა Aegis–ით აღჭურვილ ოთხ სარაკეტო ესმინეცს.
2014 ფინანსურ წელს, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბერს იწყება და 2014 წლის 30 ოქტობერს სრულდება, ვირჯინიის შტატ ნორფოლკის ბაზიდან როტას ბაზაზე გადაყვანილი იქნებიან ესმინეცები Ross და Donald Cook. 2015 წელს ასევე ნორფოლკიდან როტაზე გადაყვანილი იქნება ესმინეცი Porter, ხოლო ფლორიდის შტატის მეიპორტის ბაზიდან – ესმინეცი Carney, იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.
ეს საბრძოლო გემები გამოყენებულნი იქნებიან არა მხოლოდ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, არამედ საჭიროების შემთხვევაში, როგორც პენტაგონში აღნიშნავენ, გადასროლილნი იქნებიან, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განკარგულებაში, ანუ სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაზე.
რაც მთავარია, როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ეს რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებანი რუსულ რაკეტებს აფრენის საშუალებასაც კი არ მისცემენ.