ტელეკომპანია „დია“: ივანიშვილის წარუმატებელი კამპანია (სიუჟეტი)

  12:53:50     28-06-2012

ტელეკომპანია „დია“, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში მაუწყებლობს, ივანიშვილის წარუმატებელ საარჩევნო კამპანიაზე ვრცელ სიუჟეტს აქვეყნებს. სიუჟეტში დეტალურადაა მოთხრობილი როგორც „მეოცნებეთა“ ვიზიტზე რეგიონში, ისე საზოგადოების განწყობაზეც - „ქართული ოცნებისადმი“.

რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს, ამჯერად სოფელ ტყვიაველები ამხელენ. 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს მოკლული ჯარისკაცის მშობლები კი, მას პრორუსულობაში სდებენ ბრალს. ისინი გაღიზიანებას ვერ მალავენ იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.