ივანიშვილის "ბაჭიები"

  14:55:28     27-06-2012

ბიძინა ივანიშვილმა მსახიობები და მომღერლები ხომ მოჯამაგირეებად დაისვა. ახლა სპორტსმენები გადააქცია პირად მცველებად. სოფელ მერეთში, გახმაურებული ინციდენტის დროს, ოლიგარქს, აოცნებებული ყოფილი ძიუდოისტები - ამბაკო ავალიანი და უშანგი კუზანაშვილიც ახლდნენ, როგორც მისი „ვიშიბალები“. 

როგორც ჩანს, ბიძინას უბრალო ხალხის ეშინია და მხოლოდ დაცვის იმედზე ვეღარ დადის. ოლიგარქს მერეთის შემდეგ კიდევ უფო გაუძლიერდა შიში. მან მშვენივრად იცის, საზოგადოებაში რამხელა აგრესიაა მის მიმართ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხალხთან შეხვედრის დროს „ოპტომ“ ნაყიდი ძიუდოისტები გაიყოლოს. 

სხვათაშორის, უშანგი კუზანაშვილის საქმეს პროკურატურა სწავლობს. „პრესა.ჯი“ წერდა, როგორ ჩაურიცხა ოლიგარქმა კუზანაშვილს 16 ათასი ლარი. სამი დღის შემდეგ კი იგი „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა.

გუშინ კი, კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა მასალები, კუზანაშვილის შესახებ, რომელიც პროკურატურას გადასცა. მიმდინარეობს გამოძიება - „ქართული ოცნების“ მხრიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა ამომრჩეველის მოსყიდვას.  

უშანგის გარდა, საცალო ფასად იყიდა ოლიგარქმა ამბაკო ავალიანიც. მასში ბიძინამ, სულ რაღაც ათი ათასი დოლარი გადაიხადა. სინამდვილეში, ჭორვილელის მიერ გადაგდებულ ლუკმას დახარბებული ამბაკოც და უშანგიც, ბიძინა ივანიშვილის დეკორაციის როლს ასრულებენ. ე.წ. "ლეღვის ფოთლები" - სასირცხვო ადგილს უმალავენ მშიშარა ოლიგარქს.

თუმცა, როდემდე იხეტიალებენ სოფელ–სოფელ, ერთ დროს სპორტსმენები, ჭორვილელ მილიარდერთან ერთად, არავინ უწყის. სპორტში გამარჯვებებს ნაჩვევებსა და მეგობრებისგან გარიყულებს, სამწუხაროდ, ნელ-ნელა უწევთ დამცირებისა და სირცხვილის გემოს გაგებაც.  

სოფელი მერეთი ერთერთი ამის მაგალითი იყო. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შერცხვენილები: ამბაკო და უშანგი თავჩაქინდრულები და შეცბუნებულები ჩასხდნენ მანქანებში და უკან გაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც გაქცეულ ივანიშვილს სულ "რუსეთის აგენტი", "კრემლის მონა" და "ნაძირალა" ეძახეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ასე, მოხეტიალე ცირკის მსახიობებივით უნდა იარონ ბიძინამ და მისმა "ვიშიბალებმა" არჩევნებამდე. გადაუგდო ივანიშვილმა სტაფილო, ბიბის ბაჭიებად გადაქცეულ ერთ დროს ტატამის ლომებს და, ისინიც, ყურდაცქვეტილნი, შეუდგნენ "ოლიგარქის მონობის" მძიმე ხვედრს...