რუსეთში ხალხი რევოლუციისთვის ემზადება, პუტინი კი მარადიულ პრეზიდენტობაზე ოცნებობს

  09:43:22     27-06-2012

საკითხი, საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც პრეზიდენტს აუკრძალავდა შესვენების შემდეგ მესამე ვადით მობრუნებას, ჯერჯერობით, დახურულია. არც კრემლს და არც „ედინაია როსიას“, თვით ოპოზიციასაც კი არ გააჩნია გეგმა, რომ უახლოეს ხანებში მსგავსი ინიციატივით გამოვიდეს, განუმარტეს „იზვესტიას“ კრემლთან დაახლოებულმა კომპეტენტურმა წყაროებმა.

საინტერესოა, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ, მანამდე თავად ვლადიმერ პუტინთან იყო შეთანხმებული. 11 აპრილს დუმაში მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენისას, ეს თემა კომუნისტმა დეპუტატმა, ვლადიმერ ბორტკომ წამოსწია. მან იქ მყოფთ შეახსენა, რომ კონსტიტუცია ერთი და იმავე პირს „ზედიზედ ორზე მეტჯერ ვადით“ პრეზიდენტის პოსტის დაკავებას უკრძალავს.

„დემოკრატიის გაფართოების მიზნით“, ბოტკომ შესთავაზა ამოეღოთ სიტყვა „ზედიზედ“.

„იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ზედიზედ ორი ვადა, უბრალოდ გადავაკეთოთ ორ ვადად, მიმაჩნია, რომ ეს გონივრულია“, –უპასუხა მაშინ პუტინმა.

ამის შემდეგ ზოგიერთმა პარლამენტარმა გადაწვიტა, რომ საკითხი უახლოეს დროში გადაწყდებოდა. ვლადიმერ ბორტკომ ჟურნალისტებს ისიც კი აუწყა, რომ კანონპროექტი უკვე მზადაა და განხილვის შემდეგ ის, მას შეიტანდა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და ცვლილება ოფიციალურად მაინც არ გაფორმებულა.

კრემლში ცვლილებისადმი არანაირ ინტერესს არ იჩენენ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა“იზვესტიას“ აცნობა, რომ პრეზიდენტს ძალზე დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვს და, როგორც ეტყობა, საკითხი დღევანდელი დღის  პრიორიტეტებში არ შედის.

„პუტინმა თქვა, რომ ამ საკითხის განილვა შესაძლებელია. მაგრამ ახლა ის დღის წესრიგში არ დგას. არ ვიცი, არის თუ არა იგი პარლამენტის დღის წესრიგში შეტანილი“, – აღნიშნა პესკოვმა.

თუმცა, არც პარლამენტში აღელვებს ვინმეს ეს საკითხი. კონსტიტუციური კანონმდებლობის საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ვიატკინი აცხადებს, რომ მათთან ცვლილებათა შესახებ საკითხი არ განიხილულა. არ განუხილავთ საკითხი „ედინაია როსიაშიც“, განაცხადა პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა, სერგეი ნევეროვმა.

საკითხი გადადეს თვით მისმა ინიციატორმა კომუნისტებმაც. „ ჩვენ გვსურს კანონპროექტის შეტანა არ ჩემი, არამედ ფრაქციის სახელით. ფრაქციას კი მიაჩნია, რომ საჭიროა მოხერხებულ დროს დაველოდოთ. როცა დადგება ეს მომენტი, არ ვიცი“, – ამბობს ბორტკო.

რატომ გადადეს პარლამენტმა და კრემლმა საკითხი ცვლილებების შესახებ?

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ დროისათვის, როცა ბორტკომ საკითხი დააყენა, პასუხი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოფიქრებული, ირწმუნება წყაროს დუმადან. „ამიტომაც არანაირი დავალება არავის არ მიუღია“, დასძინა წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

„პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს ცვლილებები მასზე არ გავრცელდება, რადგანაც კანონს უკუძალა არ გააჩნია. ხალხს რომ აუხსნა იურიდიული წვრილმანები, რთულია. კონსტიტუცია იცვლება იშვიათად და ეს ხდება კონსტიტუციური უმრავლესობით. ყველა ფიქრობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი შედგომ ვადაზე არ წავა – ადამიანების გონება ასეა მოწყობილი. ვფიქრობ, ამიტომ საკითხიც გადადეს“, – აცხადებს პოლიტექნიკურ ტექნოლოგიათა ვიცე–პრეზიდენტი, ალექსეი მაკარკინი.

გამოდის, რომ ასეთნაირად პუტინს მუდმივი პრეზიდენტობა განაღდებული აქვს.