თევზის სალათა

  09:15:20     27-06-2012

მასალა:

    200 გრამი მოხარშული თევზი

    1-2 ცალი კიტრი

    2 ცალი პამიდორი

    1 თავი ხახვი

    100 გრამი ხმელი ყველი

    4 სუფრის კოვზი მაიონეზი

    2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

    1 ჩაის კოვზი ძმარი

    მწვანილი და მარილი

თევზის ფილე, კიტრი და პამიდორი დავჭრათ პატარა კუბიკებად, ხახვი წვრილად. ყველის სოუსის მოსამზადებლად 80 გრამ გახეხილ ყველს დავუმატოთ ზეთი, ძმარი, მაიონეზი და მარილი.

სალათა დავაწყოთ ფენებად და თითოეულ ფენას წავუსვათ ყველის სოუსი. ფენების თანმიმდევრობა: თევზი, კიტრი, ხახვი და პამიდორი. მომზადებულ სალათას მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და მოვრთოთ მწვანილით.