ფრანგული ნამცხვარი

  09:14:15     27-06-2012

ცხვება 20-22 სმ. დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში.

    გამოდის 6 ნაჭერი; 1 ნაჭერი=270კ/კალ.

    დრო: მოსამზადებლად 30 წთ; გამოსაცხობად 55წთ.

    1 თხელკანიანი ლიმონი

    50 გ. დარბილებული კარაქი

    100 გ. შაქრის პუდრა

    2 ს.კ. მანანის ბურღული

    250 გ. სოფლის ახალი სქელი არაჟანი

    300 გ. უცხიმო ხაჭო

    2 კვერცხი

    ცხიმი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. ლიმონი გარეცხეთ ცხელ წყალში, გაამშრალეთ, გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი.

შეურიეთ ერთმანეთს კარაქი, შაქრის პუდრა, ბურღული, ლიმონის წვენი და კანი. დაუმატეთ ჯერ არაჟანი და უცხიმო ხაჭო, შემდეგ კი თითო-თითო კვერცხი.

მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში. აცხვეთ 200 გრადუსზე 35 წუთით, სანამ ნამცხვრის ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.

როცა გაგრილდება, ამოიღეთ ფორმიდან და გააცივეთ.