დაცვამ შეშინებული ივანიშვილი მანქანაში ჩატენა და გააქცია

  12:39:07     26-06-2012

გორის რაიონის სოფელ მერეთში, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.  

ადგილობრივებმა ოლიგარქს „რუსეთის აგენტი“ და ნაძირალა უწოდეს. "რუსებმა შვილები დაგვიხოცეს... 2008 წლის აგვისტოში სოფლები ამოწყვიტეს და შენ კრემლის მხარეს ხარ? 

საქართველომ დაიწყო ომი? ამას როგორ ამბობ? ივანიშვილო, შენ ხარ რუსეთის აგენტი და ნაძირალა" - ეუბნებოდნენ ადგილობრივები შეშინებულ ოლიგარქს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს თვითმხილველები ატყობინებენ, ოლიგარქი თავიდან დიდ გულზე იყო და ხალხს ცინიკური რეპლიკებით პასუხობდა. თუმცა, როდესაც ალასანიას "ბიჭებმა" ხალხზე გაიწიეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, დაცვამ დამფრთხალი ივანიშვილი მანქანაში ჩატენა და სასწრაფოდ გააქცია.