ბეფსტროგანოვი

  07:36:46     21-06-2012

მასალა:

ძროხის ხორცი  - 600 გრ

ხახვი  - 2 თავი

შავი წიწაკა  - 1/2 ჩ/კ

ოხრახუში  - 20 გრ

კამა  - 20 გრ

არაჟანი  - 250 გრ

ზეთი  - 40 მლ

მარილი  - 1/2 ჩ/კ

ფქვილი  - 30 გრ

მომზადება

ძროხის ხორცი(რბილი ნაჭერი)გავრეცხოთ,დავჭრათ 1,5-2 სანტიმეტრის სისქის გრძელ ნაჭრებად.

ხახვი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვშუშოთ. როცა ხახვი მზად იქნება დავამატოთ ხორცი, მოყრილი მარილით და წიწაკით. შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში. როცა ხორცი შეიბრაწება, დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და კიდევ 2-3 წუთი გავაჩეროთ. ამის შემდეგ ხორცში დავამატოთ არაჟანი. ვადუღოთ 2 წუთი. კერძი მზად არის.