კახი კალაძის მამამ „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი შესწირა (შემწირველთა სრული სია)
20:01:16     20-06-2012
„რასაცა გასცემ შენიაო“ - ივანიშვილმა ეტყობა კარგად გაითავისა. ოლიგარქი თამასუქებს, რომელსაც კოალიციაში შეკრებილებს აძლევს, მერე თავისივე პარტიაში არიცხინებს შემოწირულობის სახით.
ამის ნათელი დადასტურება გახლავთ კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელშიც ნათლად სჩანს, როგორ იბრუნებს ივანიშვილი გაცემულ თანხებს.
კონტროლის პალატა, 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში პარტიებისთვის განხორციელებულ შემოწირულობათა ნუსხას აქვეყნებს. მასში ცხადია მოხვდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და კოალიციაში შემავალი წვრილ-წვრილი პარტიები.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე წელს ჯამში 43,923.50 ლარის შემოწირულობა განხორციელდა. შემომწირველთა სიაშია პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძეც გახლავთ. მან საკუთარ პარტიას, 31 მაისს, 10,562,50 ლარი შესწირა. ასევე სიაშია კოალიციის წევრი ნოდარ ხადური, რომელსაც იმავე დღეს გაუჩნდა სურვილი პარტიას დახმარებოდა და 11,361.00 ლარი შეიტანა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე. ამავე დღეს შეავსო 2,000.00 ლარით თემურ კობახიძემ პარტიის ყულაბა.
ხოლო 11 ივნისით თარიღდება მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილისა და სალომე ქარდავას შენატანი, ამ უკანასკნელს პარტიისთვის 6,46 ლარი შეუწირავს, სამაგიეროდ ზურაბ აზმაიფარაშვილმა არ დაიშურა და 20 000 ლარით შეეწია პარტიულ ქისას.
საკმაოდ ვრცელია საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ შემწირველთა სია. მისთვის „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტს, ნოდარ ჯავახიშვილს შეუწირავს 30 000 ლარი. „ექსპერტ“ ირაკლი სესიაშვილს კი 22 890 ლარი. გიორგი ვოლსკი პარტიას 9 841 ლარით ეხმარება. 60 000 სწირავს კახა კალაძის მამა კარლო კალაძე. იგივე თანხა აქვს შეტანილი ნოე ქინქლაძეს. საბოლოო ჯამში შემოწირულობამ 492,917. ლარი შეადგინა.
სიაში სხვა მსხვილი შემომწირველებიც ფიქსირდებიან, მაგრამ ვინაიდან ეს სია საკმაოდ ვრცელია, მათგან მხოლოდ „გამორჩეული სახეები“ შემოგთავაზეთ.
იმ პოლიტიკურ პარტიათა სიაში, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში შემწირველები ჰყავდათ მოხვდნენ:
1. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - საქართველოს სახალხო ფრონტი;
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები";
4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო";
5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტია";
6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა";
7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები";
8. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა რეალური იდეისათვის";
10. პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმი";
11. პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო";
12. პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის";
13. პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"
14. რესპუბლიკური ინსტიტუტი;
15. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“;
16. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე;
17. საქართველოს მწვანეთა პარტია;
18. საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
19. საქართველოს კონსერვატიული პარტია;