G20–ის სამიტი წარმატებულად შეაფასეს

  14:02:57     20-06-2012

მექსიკაში დასრულდა G20–ის სამიტი, რომელზეც მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მექსიკის პრეზიდენტმა, ფილიპე კალდერონმა განაცხადა, რომ ეს ფორუმი შეიძლება საკმაოდ წარმატებულად ჩავთვალოთ. მექსიკაში დასრულებული G20–ის სამიტის ლიდერებმა შემაჯამებელ კომუნიკეში განაცხადეს, რომ „ყველა აუცილებელ ზომებს“ მიიღებენ ევროზონის დასაცავად.

აშშ–ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ მას აღაფრთოვანებს ევროპელ ლიდერთა გეგმები ევროზონის კრიზისის გადასაწყვეტად. კომუნიკეში ნათქვამია,რომ სახელმწიფოთა მეთაურები მიესალმებიან ესპანეთის გეგმას ბანკების რეკაპიტალიზაციის შესახებ.

სამიტი დროში დაემთხვა საბერძნეთის მცდელობას ჩამოეყალიბებინა კოალიციური მთავრობა, ასევე ფასების ზრდას ესპანეთის სასესხო ვალდებულებებზე.

სამიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, აშშ–ის პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ევროპელი ლიდერები აღიარებენ: ევროპაში სასესხო კრიზისის გადასაწყვეტად აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედებები.

„ევროპელი ლიდერებისგან ამ დისკუსიების დროს მოვისმინე, რომ მათ ესმით, როგორი მაღალია განაკვეთები, ესმით, რატომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ მიიღონ თამამი  და გადამწყვეტი ქმედებანი და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ გამოცდას გაუმკლავდებიან“, – თქვა მან.

ობამამ განაცხადა, რომ ევროპული კრიზისის გადასაწყვეტად არ არსებობს, როგორც მან აღნიშნა, „ვერცხლისფერი ტყვია“, თუმცა, თუმცა, ყველა ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა მიდის შემდგომი ინტეგრაციის და არა დაშლის გზით“.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე ევროპა ჩვენ გვიჩვენებს მოძრაობის მიმართულებას“, – დასძინა მან.

სამიტის მსვლელობისას, ევროპელმა ლიდერებმა პირობა დადეს, ევროზონაში სტაბილურობა შეინარჩუნონ, ასევე საბერძნეთის მომავალ მთავრობასთან  რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე  მუშაობა აწარმოონ.

„ევროზონაში შემავალი G20–ის წევრი–ქვეყნები რეგიონში ღირებულებათა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ფინანსური ბაზრების მუშაობის გასაუმჯობესებლად მიიღებენ ყველა ზომას“, – ნათქვამია განცხადებაში.

G20–ის წევრმა ევროპელმა ქვეყნებმა, თავის მხრივ ივალდებულეს, რომ ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, აუცილებლად ოპერატიულად მიიღებდნენ ზომებს.

 თუმცა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთმაც მანამდე დადებული შეთანხმებების მიხედვით უნდა იმოქმედოს.

მანვე დასძინა, რომ რეფორმები, რომლებიც შეთანხმებული იყო წარსულში, წარმოადგენენ სწორ ნაბიჯებს და, შესაბამისად, ისინი უნდა განხორციელდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მერკელმა.

„ჩენ გვჭირდება ბიუჯეტის კონსოლიდაციის სწორი შერწყმა და იმავდროულად, ძალისახმევა ზრდის  გასაგრძელებლად“, – თქვა მან. დასკვნითი დისკუსიის დროს, სამიტის  ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2014 წლამდე არ შემოიღონ ახალი პროტექციული ზომები