ბოსტნეულის ცხარე სალათა

  07:56:27     20-06-2012

მასალა:

კიტრი  - 4 ცალი

პომიდორი  - 4 ცალი

მწვანე სალათა  - 50 გ

სტაფილო  - 2-3 ცალი

საკაზმისთვის:

ზეითუნის ზეთი  - 100 გრ (ან მზესუმზირის ზეთი)

ძმარი  - 100 გრ

წყალი  - 100 გრ

 ნიორი  - 4 კბილი

პილპილი  - გემოვნებით

დაფქული წიწაკა  - გემოვნებით (წითელი)

მარილი  - გემოვნებით

ნიორი დავჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ პილპილი, დაფქული წიწაკა და მარილი. შემდეგ დავასხათ ზეთი, ძმარი, გაციებული ადუღებული წყალი, მოვურიოთ კარგად და დავდგათ რამდენიმე ხნით. დავჭრათ კიტრი, პომიდორი, სალათა, მწვანე ხახვი, დავკეპოთ სტაფილო, კარგად შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მომზადებული საკაზმით.