ხურცილავას შვილი „მეტადონის“ პროგრამიდან გარიცხეს - რა აჩვენა ნარკო-ტესტმა?

  15:27:03     18-06-2012

ოლიგარქის „ფეიბუქის“ გვერდმა საზოგადოებას ახარა, „ქართულ ოცნებას“ წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მურთზა ხურცილავა შეუერთდაო. „ოცნებელები“ არ აკონკრეტებენ, ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი ნებით მიიღო „შაჰისგან“ ხალათი, თუ „შაჰმა“ ფული გადაუხადა - ბიზნეს-საქმიანობისას „აკიდებული“ ვალების გასტუმრებას დაჰპირდა და ამის შემდეგ დაიწყო "ოცნება"... 

ასეა თუ ისე, ხურცილავა „ოცნებობს“. იყო დრო, როცა ხურცილავა მართლა ასრულებდა ქართველი, ფეხბურთის გულშემატკივართა ოცნებებს. თუმცა მერე რთული პერიოდი დაუდგა. ცნობილ ფეხბურთელს, მისი ვაჟის, გიორგის გამო საკმაოდ მძიმე დღეები აქვს გადატანილი.

ფეხბურთელის ვაჟი, გიორგი ხურცილავა რამდენჯერმეა ნასამართლევი. პირველად, იგი 2006 წელს დააკავეს თაღლითობის ბრალდებით, როცა ვინმე ჯალაღონიას კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეპატრონა და ამის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 თვით (გიორგი ხურცილავამ მაშინ დანაშაული აღიარა).

მეორედ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ცნობილი ფეხბურთელის ვაჟი მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გაასამართლეს. ამჯერად საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი (დანაშაული აღიარა).

ფეხბურთელის ვაჟის კრიმინალური ბიოგრაფია, ლამის ყველა რეგიონს მოიცვას. 2009 წლის 20 იანვარს, ქ.თბილისისა და მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - გიორგი ხურცილავას მიმართ.

გიორგი მურთაზის ძე ხურცილავა ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ გიორგი ხურცილავა 2008 წლის 4 მარტიდან მკურნალობას გადიოდა „გლობალური ფონდის“, „მეტადონის“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ნარკოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ეს დაადასტურა ხურცილავას პირადმა ექიმმა - ქეთევან მშვენიერაძემაც. ამიტომ, ამ საქმეზე შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი ხურცილავას მიმართ. 

თუმცა, გიორგი ხურცილავას, რამდენიმე დღის წინ, მეტადონის პროგრამის ფარგლებში, კვლავ შეუმოწმეს სისხლი და აღმოჩნდა, რომ ის მოიხმარს ძლიერმოქმედ ნარკოტიკებს. ეს ფაქტი, მისი მკურნალობის პროგრამიდან გარიცხვის საფუძველიც კი გახდა.

ასეთი საინტერესო წარსულის ფეხბურთელს, ასეთი საინტერესო რეალობის შვილი ჰყავს. შეიძლება შვილები არ აგებენ პასუხს მამების საქციელზე, მაგრამ მამები ყოველთვის პასუხისმგებლები არიან შვილის ყველა შეცდომაზე.

ცნობილ ფეხბურთლეს, ამდენი პირადი თუ საოჯახო პრობლემის შემდეგ, მაინც რჩება დრო „ოცნებისთვის“. არადა, პოლიტიკურ ოცნებაზე მეტად, მურთაზ ხურცილავას, საკუთარი შვილის და მისი თაობის ბედზე ფიქრი უფრო არგებს...