სამარხვო ტორტი

  09:21:31     18-06-2012

მასალა:

პურის ფქვილი 2 ჭიქა

მაგარი (მუქი) ჩაი 1 ჭიქა

თაფლი 1 ჭიქა

მცენარეული ზეთი 1/2 ჭიქა

სოდა 0,5 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

ქიშმიში გემოვნებით.

შიგთავსი:

ჟოლოს (მალინა) და ქლიავის ჯემი (ან ნებისმიერი სხვა ხილის ჯემი) გემოვნებით. 

მომზადება:

ჩაიში გავხსნათ თაფლი, შემდეგ დავამატოთ შაქარი, ზეთი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ქიშმიში, ფქვილი, და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ერთ ნაწილში დავამატოთ კაკაო, კარგად ავურიოთ, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში (დანარჩენი ორი ნაწილიც ასევე გამოვაცხოთ კაკაოს გარეშე).

ტორტის აწყობა:

თეთრ ბისკვიტს წავუსვათ ჟოლოს ჯემი, დავაფაროთ ყავისფერი ბისკვიტი, წავუსვათ ქლიავის ჯემი, დავაფაროთ თეთრი ბისკვიტი და კვლავ წავუსვათ ჟოლოს ჯემი. მომზადების შემდეგ შევინახოთ მაცივარში რამოდენიმე საათით.