ახალი კარტოფილი ლიმონით ( სამარხვო)
09:18:52     18-06-2012
მასალა:
ახალაი კარტოფილი 400–500გრ.
1 ცალი ლიმონის წვენი
მცენარეული ზეთი 4–5ს/კ.
ნიორი 2–3 კბილი
ოხრახუში 1 კონა
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშთ, შემდეგ გადმოვიღოთ ჯამზე, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მომზადებული სოუსი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 30 წუთი.
სოუსის მომზადება:
ლიმონის წვენს დავამატოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ შავი პილპილი. მარილი და კარგად ავურიოთ.