აშშ, საქართველოს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებათა შემუშავებაში დაეხმარება

  20:39:09     16-06-2012

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს თვალთვალის საკუთარი საშუალებებისა და ჰაერსწინააღმდეგო  თავდაცვის საშუალებათა შემუშავებაში, ასევე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზაციაში, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს თვეებში  ანალიზიდან და შეფასებებიდან რეალიზაციებზე გადავდივართ, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს საქართველოს თხოვნას თავდაცვითი ხასიათის საშუალებათა შესყიდვის საკითხებს იმ მომზადებასა და დახმარებასთან დაკავშირებულს, რასაც საქართელო უკვე იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს განცხადება გაკეთებულ იქნა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ამასწინანდელ ვიზიტთან და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის მონაწილეობით, 5 ივნისს ბათუმში გამართულ სტრატეგიული პარტნიორობის ამერიკულ–ქართული კომისიის სხდომასთან დაკავშირებით.  

ამერიკის შეერთებულმა შტატების ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევს.

ამერიკულ–ქართული კომისიის სხდომაზე, ნათქვამია დოკუმენტში, მხარეებმა განიხილეს საქართელოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ კონტაქტების დამყარების ვარიანტები

კომისიის სხდომა ჩატრდა 2009 წლის იანვარში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. დოკუმენტი ითვალისწინებს ვაშინგტონსა და თბილისს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაფართოებას რიგ დარგებში, კერძოდ, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში.

ისიც ცნობილია, რომ რუსეთმა მანამდე არაერთხელ გამოხატა თავისი უკმაყოფილება ამერიკის შეერთებული შტატებიდან  საქართელოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების თაობაზე. ახლა მოსკოვს ისღა დარჩენია, რომ 14 ივნისის აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული გაცხადების გამო კიდევ ერთხელ აღშფოთდეს.

ამის მიუხედავად აშშ საქართველოს მაინც მოამარაგებს სამხედრო ტექნიკით და დაეხმარება თვალთვალის საკუთარი საშუალებებისა და ჰაერასწინააღმდეგო  თავდაცვის საშუალებათა შემუშავებაში.