გამომცხვარი გოგრა

  09:39:49     16-06-2012

მასალა:

გოგრა 1ც.

შაქარი ან თაფლი 100გრ.

ქიშმიში 2 ს/კ.

გარგრის ჩირი 100გრ.

კარაქი გემოვნებით.

შაქრის პუდრა მოსაყრელად.

მომზადება:

გოგრა გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ ცხიმწასმულ (ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი)  გამოსაცხობ ფორმაზე, დავასხათ ცოტა რაოდენობის წყალი, მოვაყაროთ შაქარი, მოვათავსოთ მასზე ქიშმიში და გარგრის ჩირი და შევდგათ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. შემდეგ როდესაც გოგრა დარბილდება, დავაწყოთ მასზე კარაქის ნაჭრები და გამოვაცხოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.