ხაჭოთი ფარშირებული ვაშლი
09:37:14     16-06-2012
მასალა:
ვაშლი 6 ც.
ხაჭო 7 ს/კ.
თაფლი 2–3 ჩ/კ.
კვერცხი 1 ც.
ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
ვაშლები გავრეცხოთ, მოვაჭრათ „თავი" და კოვზით ამოვაცალოთ „გული". ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, თაფლი, ქიშმიში და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასით ამოვავსოთ ვაშლები, დავაფაროთ მოჭრილი „თავი" მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.