ივანიშვილი "დამკვირვებლებს" ბითუმად "ჩეკავს"...

  17:34:48     15-06-2012

ივანიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში "შუშის კოლბის" ფილიალების გახსნას განაგრძობს. მკითხველს ახსოვს, ერთი ასეთი ფილიალი ვენაში ჩადგა, გია ხუხაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის ცოლის დასასაქმებლად. ახლა „შუშის ბუტკები“ სულ სხვა პროფილით იდგმება. ოლიგარქი საშემოდგომო არჩევნებისთვის „ბიბი-დამკვირვებლებს“ „ჩეკავს“.

მოკლედ, მსოფლიოს ცენტრებში, ბიძინა ვითომ დამკვირვებელთა ოფისებს ქირაობს ან ხსნის. აფინანსებს, ატრენინგებს, რათა არჩევნებზე ჩამოიყვანოს და მერე ის ალაპარაკოს, რაც მის ოცნებებშია.  

ფულის მოყვარული უცხოელიც ბევრია. საფრანგეთში ან ავსტრიაში, რამდენიმე პატარა ორგანიზაციის მოძებნას ან სულაც ახლის შექმნას, ბევრი არაფერი უნდა.

რამდენიმე მილიონად, ოლიგარქი ბლომად „დამკვირვებელს“ გამოჩეკავს, შემოდგომაზე ყველა ერთად რომ ააკაკანოს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ: როცა "დამკვირვებლებს" ჩამოვიყვანთ აქ და ვეტყვით უცხოელიაო, გვიმტკიცონ მერე, რომ „დამკვირვებელი“ კი არა - ბიბი-ტროლია. 

მოკლედ, ეს გეგმა, სერიოზულად მუშავდება და უკვე რამდენიმე არსებული ორგანიზაცია შეთვალიერებულ–მოთვინიერებულ–მონივთიერებულია. გეგმა მართლაც ეშმაკურად აქვს ოლიგარქს მოფიქრებული, მაგრამ მას ხომ გარემოცვაში ბრიყვები ჰყავს. ჰოდა ისევ შიგნიდან გაუტეხეს ციხე.

ყოფილი "გაიშნიკი" (რომელსაც "გაიშნიკობისას", მაგიდის ზედა უჯრა ყოველთვის ღია ჰქონდა, რათა "პრავის" აღების მსურველს "აკურატულად გადაეხადა"), გიორგი ცაგარეიშვილი ადგა და ეს საიდუმლოდ შემუშავებული სქემა, ჟურნალისტებთან დაფქვა. 

ქართული ოცნება უცხოეთიდან ჩამოიყვანს დამკვირვებლებს. ისინი დააკვირდებიან არჩევნებსაც და მის შედეგებსაც. ამაზე უკვე მუშაობენ, - დაახლოებით ამგვარად "ამღერდა" ბიბი-დეპუტატი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას.

მოკლედ, ცაგარეიშვილმა ყველაფერი გასცა. ამის გამო, მას ბლომად მოხვდა თანაგუნდელებისგან. თუმცა, "მტირალა" დეპუტატისგან რომ არ გაგვეგო, ისედაც არავინ დაიჯერებს, რომ ბიძინას ჩამოყვანილი დამკვირვებლები, მისი ფულით ნასაზრდოებ–ნაპურალნი, კიდევ მეტი ფულის მოლოდინში, მართლაც ნეიტრალურები და დამოუკიდებლები იქნებიან. 

თავშიც ვახსენეთ, ფული უცხოელებსაც უყვართ. მარტო ჩვენში არ მოიძებნებიან მილიარდერის სიმდიდრეს დახამებულ-დახარბებულები. "ბიბი" კი, ხიბლში ჩავარდნილი, რომელიც საზოგადოების წინაშე ხან მუხლებამდე ნიფხავით და ლაკის "ტუფლებით" წარსდგა, ხან სამზარეულოში გამომწყვდეულ "ჩემ ეკას" უხახუნებდა ბუშტებს, შემოდგომაზე "მეოცნებე" დამკვირვებლებს "მოაწველინებს" თავს...